ფილმები, რომელიც ბავშვებს უნდა აჩვენოთ, სანამ 13 წლის გახდებიან
ჩვენ გვერდით არსებობენ ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც აქვთ სამსახური, საზოგადოების კეთილდღეობაში წვილი შეაქვთ და ზოგადად, ბედნიერი და რეალიზებული ცხოვრება აქვთ. მაგრამ როცა ცნობილი ფილმის ციტირების საპასუხოდ უაზრო მზერას დაგიბრუნებენ, იცი, რომ ბავშვობაში ბევრი გამოტოვეს. მათთვის შესაძლოა, უკვე დაგვიანებული იყოს, თუმცა შეგვიძლია, მომავალ თაობას ბავშვობა და მომავალი გავულამაზოთ 55 ფილმით, რომელიც უნდა ნახონ, სანამ 13 წლის გახდებიან.
სია არ მოიცავს 55 „საუკეთესო“ საბავშვო ფილმს, არც ფილმების საგანძურს. ესაა გზამკვლევი იმ უმნიშვნელოვანესი ფილმებისა, რომელიც გვეხმარება, გავთვითცნობიერდეთ სოციალიზაციასა და პოპკულტურაში. სია შედგენილია იმისდა მიხედვით, თუ როგორი რიგითობით უნდა ნახოს ბავშვმა. ჩამონათვალი იწყება ფილმით, რომელიც საუკეთესოა კინემატოგრაფის გასაცნობად და სრულდება ფილმით, რომელიც გარადამავალია საბავშვო ფილმების კატეგორიიდან, „R” კოდის ფილმებისაკენ. რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვს უკვე თავად შეუძლია საკუთარი მხატვრული არჩევანის გაკეთება.
დაიწყეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
1.მაპეტები (1979), The Muppet Movie – „მაპეტები“ საუკეთესო ვარიანტია ბავშვისათვის პოპკულტურის გასაცნობად. ფილმი ძალიან სასაცილო, აზრიანი, თბილი და მუსიკალურია. იგი სავსეა სიყვარულითა და მეგობრობით. ამ ფილმის ცქერისას შენს ბავშვზე უფრო ბედნიერი შენ იქნები, როცა დაინახავ, თუ როგორ იცინის და იღიმის სასაცილო მომენტებზე.
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=N31JLdKmHIE
2.როგორ მოიპარა გრინჩმა შობა – (1966), How the Grinch Stole Christmas! – ბავშვები არაერთ „გრინჩს“ შეხვდებიან მათი ცხოვრების მანძლიზე: სხვა ფილმებში, სკოლაში, სამსახურში, ხანდახან თქვენც… ამიტომ, აუცილებელია, გავაცნოთ ორიგინალი გრინჩი – მხიარულების მტერი, რომელსაც ფეხსაცმელები ყოველთვის უჭერს. ასევე, შეგიძლიათ აჩვენოთ 2000 წელს გადაღებული ახალი ვერსია ჯიმ ქერის მონაწილეობით.
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=hqOOUJFv1n0
3.ლეგო ფილმი (2014), The LEGO Movie
კლიპი ფილმიდან: https://www.youtube.com/watch?v=fZ_JOBCLF-I
4.ბეიბი (1995), Babe – „ბეიბი“, საყვარელი მოლაპარაკე ცხოველების სიუჟეტის მიღმა დიდ მორალურ გაკვეთლს მალავს: იყავი მართალი საკუთარ თავთან და დადექი მათ გვერდით, ვინც ასევე იქცევა. ფილმი ბავშვებს ასწავლის, რომ ოჯახი შეიძლება იყოს ყველა ფორმის, ზომისა და ჯიშის და რომ პატარა ბიჭი (ამ შემთხვევაში გოჭი), ყოველთვის ბოლო არ მიდის ფინიშთან.
კლიპი ფილმიდან: http://youtu.be/0zHmeTeLgMY
5.მერი პოპინსი (1964), Mary Poppins – „მერი პოპინსი“ კლასიკაა, რომელმაც თაობები გამოიარა და თითქმის უნაკლოა ყველა თვალსაზრისით როგორც მუსიკალურად, ასევე შინაარსითაც. ბავშვი ადვილად აიგივებს პერსონაჟს საკუთარ თავთან და იმ სურვილთან, რომ დაკავებულმა მშობლებმა მეტი ყურადღება დაუთმონ.
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=nOfH7uEojKk
6.წითელი ბუშტი (1956), The Red Balloon – თბილი და ემოციური ფრანგული ფილმი ბიჭისა და ბუშტის მეგობრობაზე, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს.
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=KorAPe9TV7E
7.ენი (1982), Annie – ენი ბროდვეის მიუზიკლზე დაფუძნებული ფილმია, რომელიც გვიჩვენებს ბავშვთა სახლში მცხოვრები, ხშირად მშიერი და სიყვარულსმოკლებული ბავშვების ხედვას სამყაროსადმი. მიუხედავად ბევრი სირთულისა, ბავშვებს აქვთ ენერგია და ოპტიმიზმი, რაც გამოხატულია მხიარული სიმღერებითაც.
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=Tg7JWB2SR7E
8.ბავშვი (1921), The Kid – ფილმი ჩარლი ჩაპლინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მისი შინაგანიდან წამოსული ფილმია. ჩაპლინის პერსონაჟი ქუჩაში მიტოვებულ ბავშვს იპოვნის და გაზრდის, როგორც საკუთარს. ბავშვი მას ეხმარება ფანჯრების შეკეთების ბიზნესში. კერძოდ, ფანჯრების ჩამსხვრებით მანამ, სანამ ეს სქემა საფრთხეს შეუქმნის მათ ურთიერთობებს.
კლიპი ფილმიდან: https://www.youtube.com/watch?v=qNseEVlaCl4
9.მუსიკის ჰანგები (1965), The Sound of Music
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=RHCwqzh9yjY
10.ოზის ჯადოქარი (1939), The Wizard of Oz – ჟანრის კლასიკა, ტექნიკოლორის ლამაზი ფერებით, მრავალფეროვანი პერსონაჟებითა და სიღერებით.
კლიპი ფილმიდან: https://www.youtube.com/watch?v=nauLgZISozs
11.სიმღერა წვიმაში (1952), Singin’ in the Rain
კლიპი ფილმიდან: http://youtu.be/TklrBmHo7Do
12.სასწაული 34-ე ქუჩაზე (1947), Miracle on 34th Street
კლიპი ფილმიდან: https://www.youtube.com/watch?v=Dz2YgjSA8Dg
13.უცხოპლანეტელი ი.თი – (1982), E.T.: The Extra-Terrestrial – ფილმი მოგვითხრობს ბავშვისა და შეშინებული, დედამიწაზე დარჩენილი უცხოპლანეტელის მოულოდნელ მეგობრობაზე. ფილმის შინაარსი მარტივი და უნივერსალურია. ი.თი ალბათ ყველა ბავშვის პირველი შეხება იქნება სტივენ სპილბერგთან და ჯონ ვილიამსთან, ორ უნიჭიერეს ადამიანთან, რომელთა ფილმისა და მუსიკის სინთეზი მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდება.
კლიპი ფილმიდან: http://youtu.be/75M1XXEZciU
14.ელფი (2003), Elf
კლიპი ფილმიდან: http://youtu.be/9tIcnydrwFY
15.ვარსკვლავური ომები (1977), Star Wars – ბავშვი ამ ეტაპამდე უკვე მზადაა წარმოსახვითი და ფანტასტიკური ფილმებისათვის. „ვარსკვლავური ომები“ მას სრულიად მოხიბლავს. ფილმში ვარკვლავური ომები წარმოდგენილია კოსმოსური ხომალდებით, უცნაური არსებებითა და მკაფიოდ გამოხატული პერსონაჟებით.
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=1g3_CFmnU7k
16.ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა (2001), Harry Potter and the Sorcerer’s Stone – რა თქმა უნდა, შეგიძლიათ „ჰარი პოტერი“ „ვარკვლავურ ომებამდეც“ აჩვენოთ, თუმცა, არ სჯობს ჯერ ჯოან როულინგის ამ ჯადოსნური წიგნებით იჯეროთ გული?! ბოლო ათწლეულია, რაც პოტერის ფენომენმა, მსოფლიო მასშტაბით, მკითხველების გულები დაიპყრო. „ჰარი პოტერმა“ დაგვაჯერა და გადაგვიშვა ჯადოქრების, დემენტორებისა და გობლინების საოცარ სამყაროში. ალბათ, ძნელად თუ მოინახება ბავშვი, ვინც არ იცის ჰოგვორტსის საიდუმლოების, ქვიდიჩის ძირითადი წესებისა და იმ ჯადოქრის შესახებ, რომლის სახელიც არ ითქმის.
კლიპი ფილმიდან: http://youtu.be/9JVNdsyjU5A
17.პი–ვის დიდი თავგადასავალი (1985), Pee-Wee’s Big Adventure
ქრონომეტრაჟი: 90 წთ, კოდი: PG
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=9BWbWlerdqU
18.პინგვინების მარში (2005), March of the Penguins
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=L7tWNwhSocE&feature=kp
19.მარტო სახლში (1990), Home Alone – დაავიწყდე საკუთარ ოჯახს, ალბათ, ყველა ბავშვის კოშმარია. „მარტო სახლის“ მთავარი პერსონაჟი, რომლის როლსაც მაკალაი კალკინი ასრულებს, სრულიად მარტო რჩება სახლში, როცა ოჯახი, სიჩქარის გამო, მის გარეშე გაემგზავრება პარიზში. თავდაპირველი მარტოდ დარჩენის საფრთხე საბოლოოდ ძალიან სასაცილო და მხიარულ ზეიმში იზრდება, რომელიც გამოწვეულია ზრდასრულებისაგან თავისუფლებით. ერთი შეხედვით ძალიან საყვარელი ბავშვი, არც ისე უსუსური აღმოჩნდება, როგორც თავიდან ჩანდა; როცა ორი მძარცველი მის სახლში შეჭრას გადაწყვეტს, ბიჭი სახლს ხაფანგების მანქანად აქცევს.
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=CK2Btk6Ybm0
20.შავი ბედაური (1979), The Black Stallion – შეიძლება ითქვას, რომ „შავი ბედაური“ ბავშვისა და ცხოველის მეგობრობაზე გადაღებულ ფილმებს შორის საუკეთესოა.
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=wMGaIr7kCqc
21.ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა (1971), Willy Wonka and the Chocolate Factory
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=tPi71LSZxT0
22.ვინ გააცურა ბაჭია როჯერი (1988), Who Framed Roger Rabbit
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=kYNqYC_jNAg
23.პატარძალი პრინცესა (1987), The Princess Bride – „პატარძალი პრინცესა“ არის ზღაპარი, რომელმაც წლებს გაუძლო. ფილმში შეხვდებით პრინცესას, მეკობრეებს, ბოროტ უფლისწულს, ნამდვილ სიყვარულს, ხმლებით ბრძოლას და გიგანტებს. მართალია, ფილმის სათაური ბიჭებისათვის მიმზიდველად არ ჟღერს, მაგრამ ზღაპარი მათთვისაც გამორჩეული გახდება.
კლიპი ფილმიდან: https://www.youtube.com/watch?v=dzaL8wiSjnM
24.ბანდა (1985), The Goonies
კლიპი ფილმიდან: http://youtu.be/0atATbXbQ9g
25.საშობაო ისტორია (1983), A Christmas Story
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=uvMLfSQrHKE
26.ვესტსაიდური ისტორია (1961), West Side Story – ყველა მიუზიკლი არ არის წვიმაში ან წყალქვეშ მხიარული სიმღერა. ვესტსაიდური ისტორია დრამატული, მუქი მუზიკლია, რომელსაც სულაც არ აქვს ბედნიერი დასასრული. რომეოსა და ჯულიეტას გათანამედროვებული ვერსია, რომელსაც მოქმედება ვერონადან, 1957 წლის ნიუ იორკის ქუჩებში გადააქვს, ალბათ, საუკეთესო მუზიკლია, რაც შექმნილა. სიმღერასთან ერთად, ფილმი გაჯერებულია ქორეოგრაფიული ელემენტებითაც.
კლიპი ფილმიდან: https://www.youtube.com/watch?v=YhSKk-cvblc
27.ცხოვრება მშვენიერია (1946), It’s a Wonderful Life – ეს არის ფილმი, რომელიც ყველა ბავშვის კულტურული განვითარებისათვის არის საჭირო. „ცხოვრება მშვენიერია“ ერთ-ერთი ყველაზე მწარე და ამავდროულად ტკბილი ფილმია, მათ შორის, რაც კი ოდესმე გადაუღიათ.
კლიპი ფილმიდან: http://youtu.be/uAERYfeiYBc
28.იხვის სუპი (1933), Duck Soup
კლიპი ფილმიდან: http://youtu.be/td3p2XKHP2M
29.უკან მომავალში (1985), Back to the Future – მარტი მაკფლაი ის მეამბოხე ახალგაზრდაა, რომელიც ბავშვებს ადვილად მოხიბლავს. ერთი შეხედვით, ის წესების დამრღვევია, რეალურად კი, მისი ყველაზე დიდი „დანაშაული“ მეცნიერთან მეგობრობაა. უკან მომავალში საკუეთესო შესავალია ბავშვისათვის მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრის გასაცნობად.
კლიპი ფილმიდან: http://youtu.be/pLRk4xG-JCI
30.ახალგაზრდა ფრანკენშტაინი (1974), Young Frankenstein
კლიპი ფილმიდან: https://www.youtube.com/watch?v=2p5AG0Tqh3A
31.მაკრატელხელება ედვარდი (1990), Edward Scissorhands
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=M94yyfWy-KI
32.ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო (2001), Lord of the Rings: The Fellowship of the Ring – 1950-იან წლებში გამოქვეყნებული ჯ.რ.რ. ტოლკიენის ეს ტრილოგია 21-ე საუკუნის პოპკულტურის მოვლენად იქცა, რაშიც დიდი დამსახურება პიტერ ჯერქსონის კინო ადაპტაციებს მიუღვის. ბეჭდების საძმო ტრილოგიის პირველი ნაწილია, რომელიც მაღალ სტანდარტებს აწესებს მომდევნო გაგძელებებისათვის. სწორედ ეს ნაწილი გვაცნობს ფროდოსა და გენდალფს, ასევე გნომებითა და ელფებით დასახლებულ შუახმელეთს.
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=V75dMMIW2B4
33.კარატისტი ბიჭუნა (1984), The Karate Kid
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=yDi3an8WgN4
34.იყავი ჩემს გვერდით (1986), Stand By Me
კლიპი ფილმიდან: https://www.youtube.com/watch?v=soEFK6PSKEY
35.დიდი (1988), Big – ნუ იჩქარებ გაზრდას. ისიამოვნე ბავშვობით, სანამ შეგიძლია. მშობლებმა რაც არ უნდა ხშირად უმეორონ ეს სიტყვები ბავშვებს, რთულია დააჯერონ, როცა ზრდასრულობა ბავშვების თვალში თავისუფლებასთან ასოცირდება. პენი მარშალის ეს ფილმი მეტად გამომხატველად გაცმოსცემს, როცა 12 წლის ჯოშ ბასკინს ერთ ღამეში 30 წლის კაცად აქცევს. ჯოში იწყებს მუშაობას სათამაშოების კომპანიაში, მიიღებს ძალიან მდიდრულ აპარტამენტს და შეუყვარდება ზრდასრულ ქალს, რომელსაც წარმოდგენაც კი არ აქვს ჯოშის საიდუმლოზე. ამ ფილმა ტომ ჰენქს დიდი წარმატება მოუტანა. „დიდი“ არის თბილი და უკვდავი ფილმი ბავშვის სურვილზე, იყოს „დიდი“.
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=lCmyX6CYhI0
36.ზოგი ცხელს ამჯობინებს (ჯაზში მხოლოდ ქალები არიან) (1959), Some Like it Hot – ორი დიდი მსახიობის ტონი კერტისისა და ჯეკ ლემონის ტანდემი.ისინი თამაშობენ ჩიკაგოელ მუსიკოსებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრებიან მაფიის შურისძიებას და იძულებულები ხდებიან ქალებად გადაცმულებმა დაკვრა ქალთა ბენდში დაიწყონ. სწორედ აქ ხვდებინ ისინი მომხიბვლრლ მერილინ მონროს პერსონაჟს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჯეკ ლემონის პერსონაჟი, დაფნა, რომელიც ფლორიდელი მილიონერის გულს დაიპყრობს. „უნაკლო არავინაა“ – ფილმის ბოლო სცენის ცნობილი ფრაზაა, თუმცა ბილი ვაილდერის ეს კომედია ნამდვილადაა უნაკლო.
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=rI_lUHOCcbc
37.ინდიანა ჯონსი: დაკარგული კიდობანის ძიებაში (1981), Raiders of the Lost Ark
კლიპი ფილმიდან: https://www.youtube.com/watch?v=dJ920fat50M
38.კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა (2003), Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl
კლიპი ფილმიდან: https://www.youtube.com/watch?v=R7m5Int1hAA
39.შურისმაძიებლები (2012), The Avengers
კლიპი ფილმიდან: https://www.youtube.com/watch?v=QlQ_thbFtDA
40.ტიტანიკი (1997), Titanic
შენიშვნა: არის მომენტები, რაც სჯობს გადაახვიოთ, რათა აიცილოთ უხერხულობა.
კლიპი ფილმიდან: https://www.youtube.com/watch?v=-tDz-EZ0wK8
41.მონადირე ვეფხვი, ჩასაფრებული დრაკონი (2000), Crouching Tiger, Hidden Dragon
ბავშვისათვის უცხო კულტურის ფილმის გასაცნობად ძალიან საინტერესო არჩევანია.
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=WdhvxJZDqzU
42.ნუ მოკლავ ჯაფარას (1962), To Kill a Mickingbird – პულიცერის პრემიის ლაურეატი ავტორი, ჰარპერ ლი სამყაროში არსებულ ცუდ მოვლენებს ბავშვის თვალით დანახულს გადმოგვცემს. ფილმი, რომლის სცენარიც ჰორტონ ფუტეს ეკუთვნის, შესულია საუკეთესო ფილმების პანთეონში და მისი ნახვა აუცილებელია, იმისდა მიუხედავად, წიგნი მანამდე გვაქვს წაკითხული თუ არა.
კლიპი ფილმიდან: https://www.youtube.com/watch?v=oaVuVu5KXuE&feature=youtu.be
43.იურული პერიოდის პარკი (1993), Jurassic Park
ქრონომეტრაჟი: 127 წთ, კოდი: PG-13
რეჟისორი: სტივენ სპილბერგი
როლებში: სენ მეილი, ლორა დერნი, ჯეფ გოლდბლუმი
სტივენ სპილბერგი საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორია. იურული პერიოდის პარკს, ყველა დროის საშიშ ფილმებში, გამორჩეული ადგილი უკავია. ეს ფილმი თქვენს ბავშვს გააცნობს ამ ჟანრს და მოამზადებს ზრდასრულებზე გათვლილი ძალიან საშიში ფილმებისათვის. ასევე, ფილმი ბევრი ხშირად ციტირებადი ფრაზებითაა სავსე, რაც გამოსადეგარი რამაა, არაფერი რომ არ ვთქვათ ჰოლივუდის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორის შემოქმედების გაცნობაზე.
კლიპი ფილმიდან: http://youtu.be/v5Co3A3fLBo
13 მულტფილმი, რომელიც ბავშვმა უნდა ნახოს, სანამ 13 წლის გახდება
- ავტორიზებული საჯარო და კერძო სკოლების ჩამონათვალი (07.11.2024) by ARIS.GE-განათლება
- როგორ მივაღწიოთ გაწაფულ კითხვას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში – სავარჯიშოები (III- VI) by მოსწავლის მშობელს
- „სახელმწიფომ ეს უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს“ – იცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას? by მოსწავლის მშობელს