GE

12-18 წლის პირების ვაქცინაცია საფრანგეთში 15 ივნისიდან დაიწყება

15 ივნისიდან საფრანგეთში 12-18 წლის პირების ვაქცინაცია დაიწყება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, 15 ივნისიდან მოზარდების ვაქცინაცია დავიწყოთ. 15 ივნისიდან 12-18 წლის ასაკის პირებს ვაქცინაციის გავლის უფლება ექნებათ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის პირობები უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

28 მაისს ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცვინაციის პროტოკოლი იგივე იქნება, როგორც სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს.

31 მაისს კი ევროკომისიამ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა.

წყარო: tv იმედი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური