„16 მილიონ გოგონას საკლასო ოთახში ფეხი არასდროს დაუდგამს“ – UNESCO სამომავლო მიზნებსა და გენდერული დისბალანსის მიზეზებს ასახელებს
გენდერული ბალანსი და საყოველთაო განათლება იუნესკოს გლობალური პრიორიტეტებია და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას უჭერს მხარს, რომლის მეოთხე პუნქტი მიზნად ისახავს „ ინკლუზიური და თანაბარი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას და მთელი ცხოვრების მანძილზე ცოდნის ამაღლების შესაძლებლობას“. მდგრადი განვითარების მე-5 მიზანია „გენდერული თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის მიღწევა ყველა ქალისა და გოგონასათვის“. ამის შესახებ ნათქვამია განათლება 2030-ის დეკლარაციაში და აღნიშნულია, რომ გენდერული თანასწორობა მოითხოვს მეთოდის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს გოგონებისა და ბიჭებისთვის, ქალებისა და მამაკაცებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას.
დღეის ინფორმაციით კი ამ მხრივ არაერთი ხარვეზი არსებობს, რომელიც ნათლად გვიჩვენებს დისკრიმინაციას გოგონების მიმართ, თუმცა ზოგიერთ რაიონში დაზარალებულები არიან ბიჭებიც. საბოლოოდ, სკოლის გარეთ დარჩენილ გოგონათა რიცხვი ბევრად აღემატება მამრობითი სქესის წარმომადგენელთა ამავე მაჩვენებელს. იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის მიხედვით, 16 მილიონ გოგონას საკლასო ოთახში ფეხი არასდროს დაუდგამს და 750 მილიონი ქალი, რაც მათი მთლიანი რაოდენობის 2/3-ია, საბაზისო ცოდნის გარეშეა.
ქალთა და გოგონათა ცხოვრების პირობების ამაღლებას არაერთი დაბრკოლება უშლის ხელს: სიღარიბე, გეოგრაფიული იზოლაცია, ადრეული ქორწინება და ფეხმძიმობა, გენდერული ძალადობა, ტრადიციული დამოკიდებულება ქალის როლის მიმართ. გარდა ამისა, არსებობს ბევრი წინააღმდეგობა, რომელსაც ქალები და გოგონები ეჩეხებიან და კარგავენ ინტელექტის ამაღლებისა და განათლებისგან სარგებლის მიღების უფლებას.
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა
-
ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა – რა საკითხები წერეს ქართულში 2026 წლის აბიტურიენტებმა ორივე სესიაზე
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ და მურმან ლებანიძის ლექსი „ვოი“ – ქართულის გამოცდის მეორე სესიის საკითხები ცნობილია
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ეს ორი ცაცხვის ხე რომ არ იდგას, ალბათ, დავიხოცებოდით“ – გულშემატკივრები გორის საგამოცდო ცენტრიდან
by ARIS.GE-განათლება