მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ და მურმან ლებანიძის ლექსი „ვოი“ – ქართულის გამოცდის მეორე სესიის საკითხები ცნობილია
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიიდან აბიტურიენტების ნაწილი უკვე გამოდის.
ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტები EDU.ARIS.GE-სთან წერითი დავალების საკითხებს ასახელებენ. არაერთი გამოკითხული აბიტურიენტის ინფორმაციით: პროგრამული ნაწილიდან წერით დავალებად მოვიდა მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნები”, ხოლო არაპროგრამულიდან მურმან ლებანიძის ლექსი “ვოი”.
“ჯაყოს ხიზნების” თეზის აბიტურიენტები ასე იხსენებენ: “ადამიანებისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია საკუთარ თავთან დამარცხებაა”. მურმან ლებანიძის ლექსის თეზისი კი, გამოსაცდელების ინფორმაციით, მწვერვალების დაპყრობას ეხებოდა.
ილია გაგუა გორის საგამოცდო ცენტრიდან: “ამა ჰქვია გამართლება. მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები” ვწერე. ძალიან კარგად ვიცოდი და ბედნიერი ვარ. თეზისი იყო ასეთი: “ადამიანებისთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა, როდესაც საკუთარ თავთან მარცხდებიან”. არაერთი მაგალითი მოვიყვანე პიროვნულ ტრაგედიებზე. დარწმუნებული ვარ, უმაღლეს შედეგს დავდებ. რედაქტირებაში წინა წლების მსგავსი შეცდომებია და ძალიან გამიმარტივდა.
არაპროგრამულ წერით დავალებას იხსენებს ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული გამოსაცდელი:
“ადამიანის ყველზე დიდი ტრაგედია საკუთარ თავთან დამარცხებაა”, – ეს იყო თეზისი “ჯაყოს ხიზნების” მიხედვით. არაპროგრამული არ დამიწერია. კმაყოფილი ვარ, ველოდები ნორმალურ ქულებს”, – გვითხრა ქეთევან ბიბიჩაძემ, აბიტურიენტმა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთიდან.
იაშა გურგენიძე, რომელიც ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან საათსა და 11 წუთში გამოვიდა გვიყვება, რომ მოსული საკითხები ადვილი იყო.
“ჯაყოს ხიზნები” ვწერე. არაპროგრამული საერთოდ არ წამიკითხავს, ლექსი იყო, ეს ვიცი. დღეს მოსული საკითხები იყო ძალიან ადვილი. რედაქტირების დროს 13 შეცდომა ვიპოვე. ეს ჩემი მეორე ეროვნული გამოცდებია, ერთხელ უკვე დავამთავრე”.
ამ წუთებში საგამოცდო ცენტრებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს. შეფასებისა და გამოცდდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორე სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 96%-მდე გამოსაცდელი და ამ დროის მონაცემებით გამოცდაზე დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
ხვალ, 3 ივლისს, აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ისევ ორ სესიად ჩააბარებენ.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„რა ხდება, თუ აბიტურიენტი გამოცდის ან წინა დღეს ავად გახდა და გამოცდაზე ვერ მიდის?“ – NAEC-ის განმარტება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ვეფხისტყაოსანი“ აუცილებლად მოვა, რადგან ის ყოველ წელს არის გამოცდებზე“ – 5 მთავარი გზავნილი აბიტურიენტებს გამოცდის წინ
by რჩევები