GE

„ეს ორი ცაცხვის ხე რომ არ იდგას, ალბათ, დავიხოცებოდით“ – გულშემატკივრები გორის საგამოცდო ცენტრიდან

გორში  აბიტურიენტების გულშემატკივრები აცახდებენ, რომ საგამოცდო ცენტრთან ელემენტარული პირობებიც კი არაა იმისათვის, შვილებს და ახლობლებს ადამიანურ პირობებში უგულშემატკივრონ.

როგორც შუადღის ნაკადზე მისული გამოსაცდელების მშობლები EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტთან ამბობენ, თაკარა მზე, როგორც მათი, ასევე ლოდინის რეჟიმში მყოფი აბიტურიენტების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

„არც სკამია, არც წყალი და არც არაფერი. ეს ორი ცაცხვის ხეც რომ არ იყოს, ალბათ, დავიხოცებოდით. იქნებ ხვალიდან მაინც დადგან სკამები და მოსაჩრდილებელი რამე. პატივი გვცენ მშობლებს. რა გაუჭირდა განათლების სამინისტროს ან ადგილობრივ მერიას”, – თქვა ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელმა, ლიანა ბრეგაძემ.

მისი მოსაზრება გაიზიარა გორი საგამოცდო ცენტრთან შეკრებილი გულშემატკივრების უმრავლეობამ. ერთ-ერთი მათგანი იხსენებს, რომ წინა წელს სიცხისგან შეულოდ გახდა და საავადმყოფოში გადაყვანაც კი გახდა საჭირო. შიშობს, რომ თუ რამე არ შეიცვალა, შესაძლოა მისი ბედი სხვამაც გაიზიაროს.

„წინა წელს ჩემს უფრს შვილს ვგულშემატკივრობდი. მოგეხსენებათ, ზაფხულის ეს სეზონი განსაკუთრებულად ცხელია და ცუდად გავხდი. ახლა მეორე შვილის საგულშემატკივროდ ვარ აქ. კი მეუბნებიან, რომ არ უნდა მოვსულიყავი, მაგრამ ჩემი შვილების მნიშვნელოვან დღეებს ვერ გამოვტოვებ. ახლა ქოლგით და მარაოთი ვარ. იმედია, გადავრჩები. კარგი იქნება, თუ მხოლოდ ამ პერიოდში, ელემენტარულად მაინც მოაწყობენ აქაურობას, სადაც ადამიანი შეეფარება და მზეს მოერიდება. ხომ ხედავთ, ყველა ამ ორი ხის ძირში დგას. ყველა ერთმანეთს ეხუტება და ჰაერი არაა”, – განაცხადა ნანა გულისაბედაშვილმა.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 2 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და მთელი ივლისის განმავლობაში გაგრძელდება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური