“ევროპის უნივერსიტეტში” მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების მე-20 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
“ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ორგანიზებით მე-20 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები წარადგინეს, რომლებიც მედიცინისა და სტომატოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხს ეხებოდა.
მე-20 სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტების გარდა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციის მონაწილეებს სპეციალურად შერჩეული სამეცნიერო კომისიის წევრები აფასებდნენ და კონფერენციის დასასრულს საუკეთესო ნაშრომების ავტორები გამოვლინდნენ.
I ადგილი
ნეჰა ჯოში – “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი თემა – “Artificial Intelligence in Breast Cancer Screening and Radiology: A Combined Systematic Review of Clinical Integration, Diagnostic Accuracy, Workflow Optimization, and Population-Based Outcomes”
ქეთევან ჯამატაშვილი – “ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი თემა – “პაროდონტოპათოგენებით გამოწვეული სისტემური ანთებითი პასუხი, როგორც ნაადრევი მშობიარობისა და IUGR-ის მოლეკულური ტრიგერი”
II ადგილი
ეკატერინე ძიგუა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი თემა – “ბაქტერიების ნანოფაბრიკებად გარდაქმნა: ოქროს ნანონაწილაკების მწვანე სინთეზი ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის”
III ადგილი
დავით ხვედელიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი თემა – “ონკოლოგიიდან რევმატოლოგიამდე – იმუნური სისტემის გადატვირთვა : CAR-T თერაპიის ინოვაციური როლი პედიატრიაში”
სპეციალური ნომინაციის “საუკეთესო კლინიკური შემთხვევის განხილვის” გამარჯვებულები გახდნენ:
მარიამ იჩქიტიძე – “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი თემა – “პარათირეოიდული კარცინომა: დიაგნოსტიკური და ქირურგიული მართვის კლინიკური შემთხვევა”
ლიკა მელიქიძე – ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი თემა – “პირის ღრუს ბრტყელი ლიქენი და მისი პოტენციური ავთვისებიანი ტრანსფორმაცია: კლინიკური დიაგნოსტიკა, დაზიანებათა მორფოლოგია და პაციენტთა მართვის სტრატეგია”
სპეციალური ნომინაციის “საუკეთესო მიმოხილვითი ნაშრომის” გამარჯვებულები გახდნენ:
მუჰამად სალეჰ ალ რიფაიი – “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი თემა – “Comparison of Semaglutide (Ozempic) and Tirzepatide (Mounjaro) in reducing body weight and improving glycemic control in adults with Type 2 Diabetes Mellitus: A systematic literature review”
მოჰამმად ალ ჯავად ჯებაი – “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი თემა – “Conservative management of an incidental LV mass”
მარიამ ცხადაია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თემა – “დენტალური ღეროვანი უჯრედები, როგორც პერსპექტიული თერაპიული საშუალება”
სპეციალური ნომინაციის “საუკეთესო კვლევითი აბსტრაქტის” გამარჯვებულები გახდნენ:
ჯანის ხანი – “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი თემა: “Implementation of Wellness Programs to Combat Disordered Eating Habits Among Medical Students at European University, Tbilisi”
გიორგი ხეჩიკაშვილი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი თემა – “ჭარბწონიან ბავშვებში ინსულინრეზისტენტობის და თირეოიდული რეგულაციის კლინიკურ-ბიოქიმიური ასპექტები”
გამარჯვებულები კომისიის წევრებმა და მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, “ევროპის უნივერსიტეტისგან“ ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ.
-
საქართველოში პირველი სიმულაციური შეჯიბრი „ევროპის უნივერსიტეტში“ ჩატარდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები სკოპიეში საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსში 3 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა
by ევროპის უნივერსიტეტი