2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
გამოცდები 28 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და ამ დღეს 16575 აბიტურიენტი გამოიცდება.
ერთიანი ეროვნული განრიგი ასეთია:
28 და 29 ივნისი (პირველი სესია, მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა;
2 ივლისი (მეორე სესია) – უცხოური ენა (გერმანული ენა);
2, 3 და 4 ივლისი (მეორე სესია) – უცხოური ენა (ინგლისური ენა);
5 ივლისი (მეორე სესია) – უცხოური ენა (ფრანგული ენა);
5 ივლისი (მეორე სესია) – უცხოური ენა (რუსული ენა);
6 ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;
6 ივლისი (მეორე სესია) – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
9 და 10 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) – ზოგადი უნარები;
11 ივლისი (მეორე სესია) – გეოგრაფია;
12 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა;
16 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) – ისტორია;
17 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) – მათემატიკა;
18 ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;
19 ივლისი (პირველი სესია) – ქიმია.
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 28 ივნისს საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. გამოცდები ორ სესიად იმართება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესიისათვის რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი, 09:00 საათზე. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზეა, გამოცდა 15:00 საათზე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში არ დაიშვება.მიმდინარე წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე დიდი კონკურსი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზეა. სამინისტროს მიერ სწორედ ეს მიმართულებებია პრიორიტეტულად გამოცხადებული და დაფინანსების 80% ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე იქნება მიმართული.
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო