2015-2016 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საბოლოო რეიტინგული სია საგნების მიხედვით
2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საბოლოო რეიტინგულ სიები საგნების მიხედვით გამოქვეყნდა:
ქართული ენა (არაქართულენოვანი)
გასათვალისწინებელია, რომ:
რეიტინგული სიის შედგენისას, თუ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილეებს თანაბარი ქულები ჰქონდათ, მაშინ რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალიწინებულ იქნა თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების მეორე ტურში მიღებული ქულები. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურის შედეგების შეჯამების შემდეგ ოლიმპიადის მონაწილეეთა ქულები კვლავ დაემთხვა ერთმანეთს, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებულ იქნა თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების პირველ ტურში მიღებული ქულები.
რეიტინგულ სიაში მეორე ტურის ქულების ცხრილში ცარიელი ადგილი (არ მიღებული ქულა) აღმნიშვნელია იმ გარემოებისა, რომ ოლიმპიადის მონაწილეს არ მიუღია 2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-2 ტურში მონაწილეობა. თუმცა, ოლიმპიადის მე-3 ტურში მიიღო მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით დამტკიცებული “ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის” მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე.
2015-2016 სასწავლო წლის ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასებისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ადგილზე.
აგრეთვე ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია ოლიმპიადის ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომელთა ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.
ოლიმპიადის მე-2-მე-10 ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ის ოლიმპიადის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის მე-2-მე-10 ადგილზე.
აგრეთვე ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომელთა ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.
თუ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს თანაბარი ქულები აქვთ, მაშინ რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების მეორე ტურში მიღებული შედეგები. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურის შედეგების შეჯამების შემდეგ ოლიმპიადის მონაწილეებს კვლავ თანაბარი ქულები აქვთ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების პირველ ტურში მიღებული ქულები.
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
სახელმწიფო ენის გამოცდაში მონაწილეობა სულ 45-მა პირმა მიიღო
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი