სახელმწიფო ენის გამოცდაში მონაწილეობა სულ 45-მა პირმა მიიღო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საქართველოში პირველად სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდა.
ოფიციალური მონაცემებით, გამოცდაზე დარეგისტრირებული 51 აპლიკანტიდან ტესტირებაში მონაწილეობა 45-მა მიიღო.
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ქართულ ენაში განსხვავებული სირთულის 2 გამოცდა ჩატარდა. პირველი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებს, ხოლო მეორე – B1 და B2 დონეებს.
“სახელმწიფო ენის გამოცდის მიზანია, ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის განმტკიცება, გაძლიერება და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოება. გამოცდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისა და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის”, – წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს, გამოცდის შედეგების საფუძველზე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გასცემს.
გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება. მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
-
2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტების გამოსავალი მეორად ჩარიცხვებში, რათა ისევ გარეთ არ დარჩეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
გამოქვეყნდა ცნობარი მეორადი ჩარიცხვების მსურველი აბიტურიენტებისთვის (2026) – რა უნდა გაითვალისწინოთ არჩევისას
by აბიტურიენტებისათვის

