გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები.
2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგების ნახვა შეუძლია ოლიმპიადაში ჩართული სკოლების ადმინისტრაციას ამ ბმულის საშუალებით (შედეგების სანახავად პირველ ველში უნდა შეიყვანოთ სკოლის ოთხნიშნა, ხოლო მეორე ველში ცხრანიშნა კოდი). ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელ ადგილას მოხვდა რეიტინგულ სიაში, მოსწავლეს საკუთარი სკოლის ადმინისტრაცია მიაწვდის.
როგორც NAEC-ში განმარტავენ, პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფის ქულას).
მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები
პირველი ტურისათვის თითოეულ საგანში შედგენილი ტესტის მაქსიმალური ქულები
-
გამოქვეყნდა პასუხების ფურცლის ნიმუშები 2026 წლის ზაფხულის გამოცდებისთვის საგნების მიხედვით
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
როგორ დავიბრუნოთ 2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხა – ინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა – გამოცდები 2026
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი