GE

2020-2021 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება – კოვიდსტატისტიკა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 29 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, სასწავლო პროცესის დასრულებამდე ორი კვირით ადრე, საქართველოს მასშტაბით, სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია, როგორც მოსწავლეებში, ასევე, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებში.

“კერძოდ, 22-28 მაისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა. მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 50 სკოლა და 131 ცალკეული კლასი”, – აცხადებს განათლების სამინისტრო.

განათლების სამინისტროს ხელთთ არსებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, რისკის ჯგუფში მყოფი 129 ისეთი მასწავლებელია, რომელთაც სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა ითხოვეს.

ვირუსის გამოვლების შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და განათლების სამინსიტროს ვარაუდით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020-2021 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური