GE

„2020 წელს განრიდებული 298 არასრულწლოვნიდან განმეორებითი დანაშაული მხოლოდ 6-მა ჩაიდინა“

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამის შედეგების თანახმად, განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემებით დადებითია.

ამის შესახებ მან საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენილი ანგარიშის ფარგლებში ისაუბრა, სადაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხსაც შეეხო.

„განრიდება-მედიაციის პროგრამის ეფექტიანობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი განრიდების ხელშეკრულების პირობების დარღვევა და განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელია. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, განრიდებული 298 არასრულწლოვნიდან მხოლოდ ექვსმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისივე თქმით, მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ პროკურორები არასრულწლოვნის მიმართ განრიდების გადაწვეტილებას დროულად იღებენ, დაბალია სასამართლოდან საქმეთა განრიდების მიზნით დაბრუნების მაჩვენებელი.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არსებული ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებების ეფექტური გამოყენებაა. ამ მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა გაზარდა არასრულწლოვანთა და 18-დან 21-წლამდე ასაკის პირთა განრიდების მაჩვენებელი, რაც არასრულწლოვნის საჭიროებებზე ორიენტირებას და პროცესში დაზარალებულის აქტიურ მონაწილეობას უწყობს ხელს“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური