ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები, მაქსიმალური ქულები და ტესტები გამოქვეყნდა – გასაჩივრების წესი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 1-ელ თებერვალს, 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები და აპელაციის წესი გამოაქვეყნა.
ცენტის განმარტებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგის ნახვა შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას ვებგვერდზე online.naec.ge ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით. ასევე, საკუთარი შედეგისა და ნაშრომის სკანირებული ასლის ნახვის საშუალება აქვს ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეს, რომელმაც სპეციალურ ველში უნდა შეიყვანოს პირადი, თერთმეტნიშნა ნომერი.
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-სა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.
მაქსიმალური ქულები საგნების მიხედვით
იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადაზე გასული არ ეთანხმება შედეგს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის სააპელაციო განაცხადი მიიღება 2 თებერვლის 10:00 საათიდან 3 თებერვლის 18:00 საათამდე.
ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ან დარჩეს უცვლელი.
ცენტრი მონაწილეებს შეახსენებს, რომ მესამე ტურში გადამსვლელი ქულები განისაზღვრება აპელაციის შედეგების გათვალისწინებით.
- 2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის by აბიტურიენტებისათვის
- 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური დღეს დაიწყო – ინსტრუქცია მონაწილეებისათვის by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების ვადები, დეტალური განრიგი და მაქსიმალური ქულები by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი