თუ თქვენი მოსწავლე მედალოსანია, ეს უნდა იცოდეთ – ინფორმაცია EMIS-სგან
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS), ელექტრონულ ჟურნალში მედალოსანი მოსწავლეების მონაცემების მართვის შესახებ, საჯარო სკოლებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს.
EMIS-ის ცნობით, ელექტრონულ ჟურნალში მედალოსანი მოსწავლეების მონაცემების მოდული სკოლებს აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად და ეფექტურად მიიღონ ზუსტი და განახლებული ინფორმაცია მოსწავლეთა მიღწევების შესახებ.
მოდულის შესაძლებლობები:
- მონაცემების ნახვა მედლის ტიპის მიხედვით;
- მიმდინარე სემესტრის მონაცემების ნახვა და ექსპორტი;
- გასული წლების მედალოსანი მოსწავლეების მონაცემების ნახვა და ექსპორტი;
- კონკრეტული მოსწავლის მედლის ტიპის მონაცემების ნახვა და ექსპორტი.
„მონაცემების გენერაცია მიმდინარეობს რეალურ დროში და ეფუძნება უახლეს ინფორმაციას, რაც უზრუნველყოფს მედლის ტიპის ზუსტ და ეფექტიან განსაზღვრას“, – აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 16 აპრილის ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
ჟურნალში შეფასების კორექტირება გასული დროით – როგორ უნდა მოითხოვოს პედაგოგმა ეს უფლება
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
როგორ ატვირთოს დირექტორმა დარღვევების ოქმზე რეაგირების დოკუმენტი ელექტრონულ ჟურნალში – ვიდეოინსტრუქცია
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
ჟურნალში შეფასების კორექტირება გასული დროით – როგორ უნდა მოითხოვოს პედაგოგმა ეს უფლება
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა