GE

2022 წლის გამოცდებზე 24 და 26 ივლისს მორიგი დამატებითი სესიები ჩატარდება – განრიგი და მონაწილეთა სია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 21 ივლისს აქვეყნებს ინფორმაციას იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო გამოცდებზე დასწრება. აბიტურიენტებისთვის 24 ივლისს განისაზღვრა ერთი დამატებითი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:

ინგლისური ენა (პირველი სესია);
რუსული ენა (პირველი სესია);
ქიმია (პირველი სესია);
ლიტერატურა (პირველი სესია).

26 ივლისს კი ჩატარდება გამოცდა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (პირველი სესია).

იმ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილე პირებისთვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო გამოცდებზე დასწრება, დამატებითი სესია გაიმართება 24 ივლისს (პირველი სესია).

გამოსაცდელთა სია მათი საიდენტიფიკაციო ნომრით და დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების შესახებ

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი აპლიკანტებს აფრთხილებს, რომ გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ცხრილში მითითებულ დროსა და ადგილას.

naec-ის ცნობით, სხვა გამოცდების დამატებითი სესიების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური