2022 წლის სკოლის საუკეთესო დირექტორი გამოვლინდება – კონკურსის დეტალები

„საჯარო სკოლის 2022 წლის საუკეთესო დირექტორი“ – ამ სახელწოდებით კონკურსს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს და მასში მონაწილეობის უფლება შეუძლია საჯარო სკოლის დირექტორს, რომელსაც აქვს დირექტორად მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იმავე სკოლაში, რომელშიც კონკურსის გამოცხადების მომენტში მოქმედი დირექტორია.
კონკურსში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს როგორც თავად საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორს, ისე სკოლის სამეურვეო საბჭოს, განათლების სფეროში მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს და საგანმანათლებლო რესურსცენტრს. თუ განაცხადი თავად დირექტორის დაწერილი არ იქნება, მასწავლებელთა სახლი მას წერილობით მიმართავს, რათა თავად შეავსოს დანართით განსაზღვრული ფორმა.
კონკურსში მონაწილე დირექტორმა განაცხადს თან უნდა დაურთოს ვიდეო (ქრონომეტრაჟი არაუმეტეს 5 წუთი), სახელწოდებით „ჩემი სკოლის ყველაზე დიდი მიღწევა“. კონკურსზე რეგისტრაცია დირექტორებს 11 ივლისიდან 31 აგვისტომდე შეუძლიათ ამ ბმულზე: https://docs.google.com/…/1AoB3bs-sjSQZE…/viewform…
კონკურსში გამარჯვებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- საკუთარი სკოლის განვითარებაზე ზრუნვა;
- თანამშრომლობითი კულტურის დანერგვის ხელშეწყობა;
- ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა;
- სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა;
- არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
- რესურსების ეფექტიანი მართვა;
- თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
- ინოვაციურობა.
სანამ საუკეთესო დირექტორის ტიტულს მოიპოვებს, კონკურსანტმა რამდენიმე ეტაპი უნდა გადალახოს: ტექნიკური გადარჩევა; ვიდეოჩანაწერის შეფასება; გასაუბრება;
საკონკურსო პირობებში განმარტებულია, რომ კომისიის არანაკლებ 3 წევრი ადგილზე გაეცნობა დირექტორის საქმიანობას, შედგება ინტერვიუები სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და ადგილობრივი საზოგადოების (თემის) წარმომადგენლებთან. საბოლოო გადაწყვეტილება კი მასწავლებელთა სახლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ უნდა მიიღოს.
ასევე იხილეთ:
„სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ახალი მეთოდოლოგიით ჩატარდება“ – სამინისტრომ ვადაც დაასახელა
-
მთავარი პრობლემა სკოლებში, ანუ „რატომ არ უნდა იმუშაოთ სრული დატვირთვით?“ by განათლებული ბლოგი 7 აპრილი, 2025
-
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში – რას წერს სახალხო დამცველი ბოლო ანგარიშში by ARIS.GE-განათლება 6 აპრილი, 2025
-
ამ აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა და მასწავლებლობის მსურველებმა ჯანმრთელობის ცნობა NAEC-ში 10 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ – დეტალები by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 5 აპრილი, 2025