2023 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა
2023 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის პირველადი შედეგები და შეფასების სქემა/სწორი პასუხები უკვე ცნობილია. ინფორმაცია დღეს, 11 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.
შედეგების სანახავად უნდა შეხვიდეთ online.naec.ge-ზე სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია მომართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საპრეტენზიო განაცხადით. ამ თემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე მომდევნო კვირას გამოქვეყნდება.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის სწორი პასუხები
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი წელს 3000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ტესტირებაში კი დაახლოებით 75% მონაწილეობდა.
ასევე იხილეთ:
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2025 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია – გამოცდები 2025
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
რომელი მიმართულებებით დაემატება ავტობუსები ზაფხულის გამოცდებისათვის თბილისის მასშტაბით – სია 2025
by აბიტურიენტებისათვის