GRUNI-სა და ტრეიდერების ჰაბს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ტრეიდერების ჰაბს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უნივერსიტეტის მიერ 22 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მემურანდუმის მიზანია ფინანსური განათლების ხელშეწყობა, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტებისა და ტრენინგების განხორციელება, ასევე, ინვესტიციებისა და ტრეიდინგის მიმართულებით თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
ტრეიდერების ჰაბი წარმოადგენს პირველ ფინანსურ სასწავლო პლატფორმას, სადაც მსურველებს შეუძლიათ, შეისწავლონ ინვესტიციები და ტრეიდინგი, როგორც კრიპტოვალუტებში, Forex ბაზარზე, ასევე, აქციებში.
მემორანდუმს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სახელით, რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ მოაწერა ხელი.
„აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების განვითარებას, ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და ინვესტიციებისა და ტრეიდინგის სფეროში ახალი შესაძლებლობების შექმნას“, – აცხადებენ GRUNI-ში.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი