GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სტუდენტური დღეები 2026“ საზეიმოდ გაიხსნა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება „სტუდენტური დღეები 2026“ საზეიმოდ გაიხსნა.

უნივერსიტეტის მიერ 23 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მომავალი ორი კვირის განმავლობაში, საუნივერსიტეტო სივრცე მრავალფეროვან სპორტულ, გასართობ და ინტელექტუალურ აქტივობებს დაეთმობა, რაც სტუდენტებს საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენის შანსს მისცემს.

ახალგაზრდებს „სტუდენტური დღეების“ დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით კვერნაძემ და რექტორის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ და სტუდენტებს სიტყვით მიმართეს: ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა ალექსიძემ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა.

საზეიმო განწყობის შექმნაზე, მუსიკალურ გაფორმებასა და მრავალფეროვან ნომრებზე უნივერსიტეტის შემოქმედებითმა ჯგუფებმა და ნიჭიერმა სტუდენტებმა იზრუნეს.

მსმენელის წინაშე უნივერსიტეტის ბენდი „კანუდოსი“ წარსდგა (ნიკოლოზ ღვინიაშვილი, გია დალაქიშვილი, მიხეილ ჯინისიანი, გიორგი ოთინაშვილი და რამაზ ნადირაძე);

მაყურებელმა იხილა ქართული ხალხური ცეკვები: „დავლური“ „აჭარული“ და „მთიულური“ (ქორეოგრაფი, ნინო აფრიამაშვილი);

სცენაზე განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდნენ სტუდენტ ნატალი გრიგალაშვილს (ხელმძღვანელი, თეა ქიტიაშვილი), რომელმაც „სტუდფესტი 2026“-ზე უნივერსიტეტი ღირსეულად წარადგინა;

საესტრადო ნომრები და სიმღერები შეასრულეს: ლუკა ფეხშველაშვილმა, ნეა მარკოზაშვილმა, ცოტნე ღარიბაშვილმა და ნიკა დოკაძემ.

კონცერტის პარალელურად, სტუდენტებისთვის სახალისო და აზარტული ვიქტორინა მოეწყო.

ღონისძიების დასასრულს, წამყვანებმა მადლობა გადაუხადეს თითოეულ სტუმარს, საორგანიზაციო ჯგუფს ორგანიზებული მუშაობისთვის და აღნიშნეს, რომ „სტუდენტური დღეები 2026“ ოფიციალურად გახსნილია –  წინ კი საინტერესო, შეჯიბრებებითა და ახალი აღმოჩენებით სავსე ორი კვირაა.

ღონისძიებას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები – რატი შუშიაშვილი და ლიზი ცხვედაძე უძრვებოდნენ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური