219-ე სკოლის მანდატურმა მეოთხე კლასის მოსწავლის სიცოცხლე გადაარჩინა
დღეს, 23 ოქტომბერს, მანდატურმა თამარ ოსიაშვილმა, N 219 საჯარო სკოლის მეოთხე კლასელი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.
როგორც მანდატურის სამსახურში განმარტავენ, ბავშვს საწერი კალმის დეტალი (რეზინის საცობი) გადასცდა და სუნთქვა უჭირდა. მანდატური არ დაიბნა, დროულად გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება და მოსწავლე გადაარჩინა.
მანდატურის სამსახურის ოფიციალურ გვერდის განმარტებით, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები გადამზადებულები არიან სამაშველო მომზადებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის კურსში. მანდატურის სამსახურის ცნობით, სწორედ ეს ცოდნა დაეხმარა თამარ ოსიაშვილს გადაერჩინა ბავშვის სიცოცხლე.
მანდატურის სამსახური თამარ ოსიაშვილს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის მადლობას უხდის.
-
რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა – ანაზღაურება, ვადები და პირობები
by საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
-
მანდატურის სამსახურს სკოლებში 100-მდე ვაკანტური ადგილი აქვს – კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
-
ანაზღაურება 2 200 ლარი – მანდატურის სამსახური განათლების სისტემის სოციალურ მუშაკებს ეძებს
by საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური