29 ივლისს, აბიტურიენტებისა და მასწავლებლის გამოცდების დამატებითი სესიები ჩატარდება – განრიგი და სია
იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო გამოცდებზე დასწრება, 29 ივლისს განისაზღვრა ერთი დამატებითი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:
- ისტორია;
- ბიოლოგია;
- გეოგრაფია;
- სამოქალაქო განათლება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 27 ივლისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამავე დღეს ჩატარდება მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეებისათვის დამატებითი სესია მითითებულ საგნებში:
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
- ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
- რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
- გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
- ისტორია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
- ქიმია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი;
- სპორტი;
- პროფესიული უნარების გამოცდა უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისათვის.
იხილეთ გამოსაცდელთა სია მათი საიდენტიფიკაციო ნომრით და დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების შესახებ
“გაითვალისწინეთ, რომ გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ცხრილში მითითებულ ადგილას 14:00 საათზე. სხვა გამოცდების დამატებითი სესიების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება”, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
სახელმწიფო ენის გამოცდაში მონაწილეობა სულ 45-მა პირმა მიიღო
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი