4 წიგნი რომელიც ყველა მეწარმემ უნდა წაიკითხოს
სწავლის საუკეთესო გზა პირადი გამოცდილებაა. მაგრამ, მეწარმეებს ასევე შეუძლიათ საკმაოდ ბევრი ისწავლონ რჩევებისგან და სხვების გამოცდილებიდან, თუ თავად მოინდომებენ.
შესაძლოა, ბოლოს ამის შესახებს სკოლაში სწავლის დროს მოისმინეთ, მაგრამ ის დღესაც იგივენაირი ჭეშმარიტებაა — ინფორმაციის მიღების, შთაგონების და განათლების საუკეთესო წყარო წიგნების კითხვაა. თუმცა როგორც მეწარმემ, შესაძლოა უკვე წაიკითხეთ რამდენიმე პროფესიული წარმატებისთვის უსარგებლო წიგნი.
მაგრამ აქ ჩამოთვლილი წიგნები თქვენი საუკეთესო მასწავლებელი შეიძლება გახდეს და დაგიზოგოთ ბევრი დრო, რომელიც საკუთარ შეცდომებზე სწავლაში დაგჭირდებოდათ და ასევე აგაცილოთ ის შეცდომები, რომელთა დაშვებაც ფინანსურადაც ძვირი დაგიჯდებოდათ:
1. First Things First
ავტორი: სტეფენ რ. ქოვეი (1996)
ყველა მეწარმემ იცის, რომ დრო ყველაზე ძვირადღირებული რესუსრსია, მაგრამ ყველამ არ იცის მისი სწორად გამოყენება. ერთი შეხედვით წიგნი First Things First შესაძლოა ჩვეულებრივ პროდუქტიულობის წიგნად მიიჩნიოთ. მაგრამ აზრს აუცილებლად შეიცვლით, როგორც კი ისწავლით, რომ ნამდვილი პროდუქტიულობა არ გულისხმობს მცირე დროში ბევრი საქმის გაკეთებას — არამედ, მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას იმ დროში, რაც გაქვთ.
ქოვეიმ აღიარება მოიპოვა მისი წიგნისთვის “ძალიან ეფექტური ადამიანების 7 ჩვევა” (The 7 Habits of Highly Effective People). მაგრამ, მისი ეს ნაშრომი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგანაც გვასწავლის პრიორიტეტების სწორად განსააზღვრას. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ წიგნის თუნდაც ერთ წინადადებას დაუჯერებს, აუცილებლად დაინახავს დრამატულ ცვლილებას საკუთარ ცხოვრებაში.
2. Built To Sell4 Books Every Entrepreneur Must Read
ავტორი: ჯონ ვარილოუ (2012)
გაგონილი გექნებათ რჩევა “აუცილებლად გქონდეს დახურვის სტრატეგია” ბიზნესის დაწყებისთანავე. მაგრამ მეწარმეების დიდ ნაწილს არ გაუთვალისწინებია ის სირთულეები, რომელთა გადალახვაც უწევთ კომპანიის გაყიდვისთვის. წიგნში Built To Sell, ავტორი მეწარმეებს წარმოუდგენს ქეისს, რომელიც მათ აიძულებთ მიუდგნენ საკუთარ ბიზნეს “ერთ დღეს მისი გაყიდვის პერსპექტივით”.
შესაძლოა ეს მიდგომა პარადოქსულად მოგვეჩვენოს იმ მეწარმეებისთვის, ვისაც გულით უყვართ თავისი საქმე და არასდროს დათანხმდებოდნენ ბიზნესის გაყიდვას. მაგრამ, ამ მიდგომას ნამდვილად შეუძლია მკითხველებს დაეხმაროს მეტი ღირებულება შექმნან თავიანთ ბიზნესში. მაგალითად: ასწავლის ისეთი ბიზნესის განვითარებას, რომელიც სისტემებზეა აგებული და არ საჭიროებს დამფუძნებლის ჩარევას ყოველდღიურ წვრილმანებში. ეს განსხვავება არც არის აწონვადი.
ამ წიგნში ყველა ღირებული ინფორმაცია გადმოცემულია როგორც ამბავი, რაც იმას ნიშნავს, რომ მის წაკითხვაში არ დაიღლებით. ნამდვილად არ გავს იმ ბიზნეს ლიტერატურას, რომელიც ისე იკითხება, როგორც სკოლის და უნივერსიტეტის სასწავლო წიგნები.
3. Choose Yourself!
ავტორი: ჯეიმს ალტუჩერ (2013)
მისი ამბავი იმდენად დაუჯერებელი ჩანს, რომ კითხვის დროს თავსაც კი გაიქნევთ სკეპტიკურად.
ყველა მეწარმის ცხოვრებაში დამდგარა ის გადამწყვეტი მომენტი როცა მეწარმეობის მთელი ტვირთის აღება სცადეს — 100 პროცენტიანი პასუხისმგებლობისა კომპანიის წარმატებასა და მარცხზე. Choose Yourself! მეორე ნაწილს შეეხება — პასუხისმგებლობის აღებას.
წარმატების სურვილი, ისევე როგორც მისი მიღწევის რწმენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა — საკმარისი. ყველა მეწარმემ უნდა გაუსწოროს თვალი სინამდვილეს და აღიაროს, რომ მათ ნაბიჯებზე სხვა არავინაა პასუხისმგებელი. ალტუჩერი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე საუბრობს, რომელსაც იმდენად მოულოდნელობებით და იმედგაცრუებებით სავსე გზის გავლა მოუწია, რომ შესაძლოა ერთდროულად აღმოჩინოთ თქვენი მისდამი სიყვარულიც და გაღიზიანებაც. მაგრამ, თქვენც აუცილებლად მიხვალთ ავტორის დასკვნამდე — თუ გვსურს მივაღწიოთ წარმატებას, უნდა ავირჩიოთ საკუთარი თავი. ეს წიგნი შესაძლოა გამოსაფხიზლებადაც გამოდგეს იმ მეწარმეების, რომელთაც საკუთარი ცხოვრების და ბიზნესის მართვის სადავეები ჯერაც არ აუღიათ ხელში.
4. Mastery
ავტორი: რობერტ გრინ (2012)
გრინისთვის სულაც არ არის უცხო სხვების ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა. მის წიგნში მოცემული ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპებია:
სწავლის ღირებულება: ძალიან ბევრი მეწარმე ცდილობს წარმატების მიღწევას საკუთარი თავის დაჯერებით იმაში რომ ნამდვილად გამოუვათ შეძლონ შეუძლებელი (FAKE IT TILL YOU MAKE IT). ამის სანაცვლოდ ავტორი გვირჩევს დრო დავუთმოთ კონკრეტული მიმართულებით წარმატების მისაღწევად საჭირო უნარების შესწავლას და განვითარებას. ეს პრინციპი ასევე აღიარებს იმ ფაქტს, რომ დაოსტატება ხანგრძლივი პროცესია, რამაც უნდა გადაარწმუნოს მეწარმეები, რომ დიდების მიღწევა სწრაფად შეიძლება, ან საერთოდ შეუძლებელია.
მითი — ოსტატობა “განსაკუთრებული” ადამიანების ხვედრია: ადვილია შეხედო წარმატებული მეწარმის ფოტოს ბიზნეს ჟურნალის ყდაზე და ჩათვალო, რომ მას განსაკუთრებული იღბალი, ფინანსები ან გენეტიკა უწყობს ხელს. მაგრამ რაიმეს დახელოვნებამდე ყველას ერთი და იგივე გზის გავლა უწევს. ეს გზა კი სავსეა დაბრკოლებებით, მარცხით და მისი გავლისთვის ხანგრძლივი ხეტიალია საჭირო.
ერთადერთი “განსაკუთრებული” თვისება იმ ადამიანებისა, ვინც ოსტატობას მიაღწია — არის გადაწყვეტილება დარჩნენ არჩეული გზის ერთგული წარმატების მიღწევამდე.
წყარო: kaizenist; Entrepreneur
-
საქართველოს ანგელოზის დღე – რა ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ
by განათლებული ბლოგი
-
რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი
by განათლებული ბლოგი
-
დამოუკიდებელად სწავლების ფორმირება დაწყებით საფეხურზე: პრაქტიკული მიდგომები და შედეგი
by განათლებული ბლოგი