53-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი მოთხოვნა აქვთ
53-ე საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები განათლების სამინისტროს მიმართავენ თხოვნით, გაუქმდეს გადაწყვეტლება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შესახებ. გაფიცულები ითხოვენ, რომ სამართლებრივი დავის დასრულებამდე, დირექტორის მოვალეობა მისმა მოადგილეებმა შეასრულონ.
ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, არ რის გამორიცხული ორშაბათიდან სასწავლო პროცესი განახლდეს.
“არასამთავრობო ორგანიზაციებს, განათლების სამინისტროს და ჩვენს შორის მოლაპარაკებების შედეგად პედაგოგები აცხადებენ, რომ ისინი სასწავლო პროცესს დაუყოვნებლივ აღადგენენ, იმ შემთხვევაში თუ სკოლაში ახალი სამართლებრივი აქტი მოვა, ახალი დირექტორის დანიშვნის ბრძანების გაუქმების შესახებ. მინისტრმა უნდა გააუქმოს თავისი მეორე ბრძანება ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ. ამ შემთხვევაში ჩვენ აღვადგენთ სწავლას”, – განაცხადა პედაგოგმა თამარ გეგეშიძემ.
მისი თქმით, მოთხოვნა მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე დაბრუნების შესახებ უცვლელი რჩება.
შეგახენებთ, რომ 53 საჯარო სკოლაში უკვე მეხუთე დღეა სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. მოსწავლეები და მასწავლებლების ნაწილი ყოფილი დირექტორის მარიამ რამინაშვილის გათავისუფლებას აპროტესტებენ. როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი სკოლაში გენერალური ინსპექციის მიერ აღმოჩენილი ფინანსური დარღვევები გახდა.
news.ge
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია