GE

6 გზა წინასაგამოცდოდ პოზიტიური განწყობის შესაქმნელად

გამოცდების წინ ნერვიულობა ჩვეულებრივი ამბავია, ემოციებთან გამკლავებას კი ყველა თავისებურად ცდილობს. გამოცდაზე შესვლამდე უამრავ რამეზე ფიქრობთ, მით უფრო თუ ის მომავალს წყვეტს. არის რაღაცები, რაზე ფიქრიც კიდევ უფრო ცუდად მოქმედებს ფსიქიკაზე. ქვემოთ ჩამოთვლილია 6 საშუალება,რომლებიც გამოცდის წინ ფსიქოლოგიურად მომზადებასა და პოზიტიური განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ:

1. პოზიტიური გამოსახულება – მიჩნეულია, რომ ადამიანს ვიზუალური გამოსახულებები უფრო მეტად ამშვიდებს, ვიდრე სიტყვები. სასიამოვნო სურათის წარმოდგენაზე ფიქრი კი ნერვების მართვაშიც გეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ განწყობის განმტკიცებაში საკუთარ თავთან ფსიქოლოგიური მიდგომა გეხმარებათ და არა დაზეპირებული ფრაზების განმეორება.

2. საუკეთესო მხარე – გაიხსენე შენი ძლიერი მხარე და იფიქრე იმაზე,თუ როგორ დაგეხმარება ეს გამოცდის წარმატებით შესრულებაში. ეს აგიმაღლებთ თვითრწმენას და გაგიღრმავებთ ნდობას საკუთარი თავისადმი.

3. გაიხსენეთ, როგორ მეცადინეობდით – თუ გამოცდისთვის კარგად ხართ მომზადებული, სანერვიულოც არაფერი გაქვთ, მაგრამ ზოგჯერ საჭირო ხდება ეს ერთხელ კიდევ შეახსენოთ საკუთარ თავს, გაიხსენეთ, როგორ სწავლობდით, გადაავლეთ თვალი ნასწავლ მასალას და დარწმუნდებით, რომ აღელვების მიზეზი არ გაქვთ.

4. არ შეედაროთ სხვებს – როგორც კი კლასელებს ან მეგობრებს თავს შეადარებთ, აუცილებლად აღმოაჩენთ ერთ რამეს მაინც, რაც მის უპირატესობაზე მეტყველებს. ეს თქვენს თვითრწმენას შეამცირებს და შესაძლოა შიშმა იმდენად მოგიცვათ, თქვენი ძლიერი მხარე ვერც კი შეამჩნიოთ.

5. შეხედეთ გამოცდას,როგორც გზას სიახლისკენ და არა, როგორც საფრთხეს – ის რასაც საფრთხედ აღიქვამთ, იწვევს სტრესს. იფიქრეთ პოზიტიურად, განიხილეთ გამოცდა წარმატების მიღწევის გზად, გონებაში არც კი გაიელვოთ უარყოფითი შინაარსის ფრაზები

6. გამოიძინეთ კარგად – გამოცდის წინ ეს არც თუ ისე მარტივია, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც რთული გეჩვენებათ. ძილის ხარისხი და ხანგრძილივობა მოქმედებს ტვინზე, კარგი ღამის ძილი გონების კონცენტრაციას ზრდის და მობილიზებულობას განაპირობებს, რაც გამოცდის წარმატებით ჩაბარების საწინდარია.

რჩევები აპლიკანტებს

„როგორც კი შეხვალთ საგამოცდო აუდიტორიაში!…“ – მრავალგზის სტუდენტის მიმართვა და რჩევები აბიტურიენტებს

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

წყარო: blog.innerdrive.co.uk

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური