GE

„როგორც კი შეხვალთ საგამოცდო აუდიტორიაში!…“ – მრავალგზის სტუდენტის მიმართვა და რჩევები აბიტურიენტებს

2021 წლის აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ციებ-ცხელება სულ მალე დაიწყება. მათ საკუთარი თავის რწმენა და მეტი თავდაჯერება სჭირდებათ იმისა, რომ ყველაფერი გამოუვათ.

უკვე ოთხგზის სტუდენტი ნათია წიკლაური აბიტურიენტებს ყველა იმ განცდის შესახებ პასუხობს, რომელიც მათ ახლა აქვთ და პასუხებს ეძებენ. EDU.ARIS.GE წერილს უცვლელად წარმოგიდგენთ:

„ბავშვებო ნუ ნერვიულობთ ასე. მარტივია. უბრალოდ გჯეროდეთ თქვენი თავის. ყველაფერს შეძლებთ. როგორც კი შეხვალთ საგამოცდო აუდიტორიაში უბრალოდ გათიშეთ ყველა გრძნობა და ცივი გონებით დაუკვირდით საკითხებს. მეც ასე ვნერვიულობდი პირველად. ამას ისე შეხედეთ, როგორც განვლილი მასალის გამეორებას. ყველაფერს შეძლებთ. მთავარია დაკვირვება. სკოლაში იმდენი მასალა გაიარეთ, რომ მენდეთ, ის სკოლის მასალაც კი საკმარისია სტუდენტობისთვის. არ იფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება სტუდენტები ვერ გახდეთ, იფიქრეთ იმაზე, რომ სტიპენდიანტი სტუდენტები იყოთ, მარტო მაგაზე ორიენტირდით. თუ სკოლაში ყურადღებით იყავით გაკვეთილებზე, ის მოსაზრება მართალია რისთვისაც ყური მოგიკრავთ – ყველაფერი გახსენდება საგამოცდო სტრესის დროს. პირადი გამოცდილებით გეუბნებით. სკოლის ცოდნით 4 ჯერ ჩავაბარე ეროვნულები და მენდეთ არაფერი იყო სანერვიულო. თქვენ იმაზე მეტი ცოდნა გაქვთ სკოლიდან ვიდრე ეს ამ გამოცდებს სჭირდება. ორიენტირდით სტიპენდიის აღებაზე და ბარიერის გადალახვაზე არც კი ინერვიულოთ.

„რაც შეეხება იმ მოსაზრებას რომ სტუდენტობა საშინელებაა -ტყუილია. ის უძილობა და დატვირთული გრაფიკიც კი მოგეწონებათ. ძალიან მაგარია სტუდენტობა. ეს არის თქვენი ცოდნის შეჯამება და სწორი მიმართულების მიცემა ცოდნისთვის. ჩემი, როგორც გამოცდილი სტუდენტის რჩევა იქნება, როდესაც სტუდენტები გახდებით, მონაწილეობა მიიღეთ ყველა კონკურსში, კონფერენციაში, გაცვლით პროგრამაში. „მიაწექით“ უცხო ენას და უფრო მეტად პროფესიონალები გახდებით. მე ეს შეცდომა დავუშვი, ამაზე რომ არ ვიფიქრე, თქვენც იგივე არ შეგეშალოთ.

წარმატებები!
პ.ს. ადრე რომ გეკითხათ, უნიში ვისწავლიდი თუ არა -არც ვიცოდი რა იყო. თუ მე შევძელი, თქვენ წინ რა გიდგათ?! წერტილ მძიმე არ შემისწოროთ ? რაც არ ვიცი, ვერ დავიჩემებ. არ ვიცი სწორად დაწერა სასვენი ნიშნების ? და მაინც, მე ოთხჯერ ჩავაბარე ასეთი ცოდნით. ასე რომ, აბა თქვენ იცით!

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური