7 საინტერეო ფაქტი Google-ის შესახებ, რომლებიც აქამდე არ იცოდით
რატომ მაინცდამაინც Google
Google-ის სერვისი გაჩნდა 1996 წლის იანვარში, როგორც სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტების ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის სამეცნიერო-კვლევითი პროექტი. თავდაპირველად საძიებო სისტემას ერქვა BackRub, შემდეგ შეეცვალა სახელი Googol რაც ნიშნავს 10 მეასე ხარისხში. ამჟამინდელი Google გაჩნდა ერთ-ერთი ინვესტორის შეცდომის შედეგად, რომელმაც ჩეკი სწორედ ამ სახელით გამოწერა, საჭირო გახდა კომპანიის დარეგისტრირება სახელით Google, რაც მოხდა კიდეც 1998 წლის 4 სექტემბერს.
Google-ის მთავარი უპირატესობა
კომპანია Google-ის საძიებო სისტემა კონკურენტებისგან სიმარტივით გამოირჩევა, თეთრი ფონი, კომპანიის ლოგოტიპი, საძიებო ველი – არაფერია ზედმეტი. თუმცა ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დასაწყისში ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი დიდად ვერ ერკვეოდნენ HTML ფორმატში. მოგვიანებით კი Google-ის მინიმალიზმი დიდი წარმატების მიზეზი გახდა.
უდიდესი შეცდომა ციფრულ ინდუსტრიაში
90-იანი წლების ერთ-ერთი უძლიერესი ინტერნეტ-კომპანია იყო Excite. 1999 წლის დასაწყისში ბრინი და პეიჯი მიხვდნენ, რომ ბიზნესი ხელს უშლიდათ სწავლაში, მათ გადაწყვიტეს მიეყიდათ GoogleEcxite-ის ხელმძღვანელისთვის,ჯორჯ ბელისთვის, მილიონ დოლარად, მაგრამ მან შემოთავაზება უარყო.
სიმდიდრე
2004 წლის 19 აგვისტოს IPO-ზე გამოსვლის შემდეგ Google-ის პრაქტიკულად ყველა თანამშრომელი (მასაჟისტისა და მზარეულის ჩათვლით) გახდნენ მილიონერები. Google-ის დამფუძნებლები სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი ფლობენ კომპანიის აქციების მხოლოდ 16%-ს, მაგრამ საერთო ჯამში მათი ქონება 46 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Google-ის მნიშვნელობა
ყველამ იცის Google-ის მნიშვნელობა თანამედროვე ინტერნეტისთვის, მაგრამ ცოტა თუ წარმოიდგენს ამ მნიშვნელობის მასშტაბს. 2013 წლის 16 აგვისტოს მოხდა ერთი ინციდენტი – ამ დღეს Google-ს ყველა სერვისი მიუწვდომელი იყო დაახლოებით 5 წუთით, რის შედეგადაც ანალიტიკოსების შეფასებით Google-ის ზარალმა შეადგინა დაახლოებით 545 000 დოლარი.
Google-ის უჩვეულო თანამშრომლები
Google-ის თანამშრომლების შესანიშნავ სამუშაო პირობებსა და არაჩვეულებრივ ოფისებზე ბევრი დაწერილა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ Google-ში ადამიანების გარდა თხებიც მუშაობენ. სწორედ მათ ანდო ხელმძღვანელობამ ბალახის მოვლა ოფისის გარშემო. ორასზე მეტ ცხოველს თვალს ადევნებენ საგანგებოდ დაქირავებული მწყემსები და ძაღლები.
Google-ის რეკლამა ბილბორდებზე
Google-ის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს რეკლამა. კომპანია ღებულობს დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს წლიურად სარეკლამო განცხადებების დემონსტრირებით. ეს თანხა აღემატება ამერიკის უმსხვილესი ტელეკომპანიების CBS, NBC, ABC და FOX-ის ჯამურ შემოსავლებს.
წელს კომპანიამ დაიწყო ინტერაქტიული ბილბორდების ტესტირება ლონდონში, რეკლამის შინაარსი იცვლება ამინდის, დღის მონაკვეთისა და გზაზე განვითარებული მდგომარეობის მიხედვით და ა.შ. მოკლედ, თითქმის ისე, როგორც ინტერნეტში.
კომპანია Google-ის რომელი საინტერესო ფაქტის გაზიარება შეგიძლიათ თქვენ?
წყარო: http://lifehacker.ru/2015/