GE

SANGU-ში სტუდენტებისთვის პროფესიული ბრენდის შექმნის შესახებ შეხვედრა გაიმართება

5 ნოემბერს, 13:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, თემაზე – „შენი პროფესიული ბრენდი, როგორ შეგამჩნიონ და აგირჩიონ?“ შეხვედრა გაიმართება.

უნივერსიტეტის მიერ 2 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, Jobify-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები პროფესიული ბრენდის შექმნისა და განვითარების პრაქტიკულ გზებს გაეცნობიან.

შეხვედრაზე განხილული იქნება:

  • რა არის პროფესიული ბრენდი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი კარიერული განვითარებისთვის;
  • როგორ წარმოვაჩინოთ საკუთარი გამოცდილება, უნარები და ძლიერი მხარეები;
  • როგორ შევქმნათ პროფესიული ონლაინიმიჯი და ეფექტურად გამოვიყენოთ LinkedIn;
  • როგორ გავხდეთ დამსაქმებლისთვის უფრო შესამჩნევი და გამორჩეული კანდიდატი;
  • რა როლი აქვს კომუნიკაციას, პერსონალურ სტილსა და თანმიმდევრულობას პროფესიული რეპუტაციის ჩამოყალიბებაში;
  • პრაქტიკული რჩევები პროფესიული ბრენდის გასაძლიერებლად და კარიერული შესაძლებლობების მოსაძიებლად.

შეხვედრის სპიკერი კარიერისა და ბიზნესის განვითარების ტრენერი მარიამ კახნიაშვილი იქნება.

ღონისძიების ორგანიზატორია კარიერული განვითარებისა და დასაქმების სამმართველო, Jobify-სთან თანამშრომლობით.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური