GE

„ციფრული მმართველობის თანამედროვე ტენდენციები“ – GRUNI-ში საჯარო ლექცია გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია – „ციფრული მმართველობის თანამედროვე ტენდენციები“ გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ 2 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სანდრო ცირეკიძემ სტუდენტებთან სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ციფრული მმართველობის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და საჯარო სერვისების გაციფრულების მნიშვნელობა განიხილა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო სექტორში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას, აგრეთვე, ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობას საჯარო მმართველობის განვითარებაში.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის ციფრული მმართველობის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და პრაქტიკული გამოცდილების, ასევე, საჯარო მმართველობის თანამედროვე გამოწვევებისა და ინოვაციური მიდგომების გაცნობას.

„დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების საჯარო ლექციები ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებასა და საჯარო მმართველობის სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომების გაზიარებას“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური