ერთ წელში მეცნიერულ კვლევებსა და ექსპერიმენტებში 282 მილიონზე მეტი დაიხარჯა – მკვლევრების ოდენობა საქსტატის მიხედვით
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 69 დაწესებულება, რომელთა მიერ კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაზე წლის განმავლობაში გაწეულმა ხარჯებმა 282.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 16.2%-ით აღემატება.
საქსტატის მიერ 2 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 2.2%-ით გაიზარდა და 16 552 შეადგინა, რომელთაგან 14 390 მკვლევარია. მკვლევრების 55.1% ქალია, ხოლო 44.9% – კაცი.
მკვლევართა 67.5% არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 29.8% – მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.7% – ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.
რაც შეეხება მკვლევრების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.9%), ხოლო კაცების შემთხვევაში – 65 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე (24.4%).
მკვლევრების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს, რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 250 კაცს შეადგენს (22.6%). ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 474 პირია დასაქმებული (3.3%).
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საქსტატის ანგარიში
ასევე იხილეთ:
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება
-
გაკვეთილების ხანგრძლივობის შემცირების აკადემიური შედეგები მძიმეა – რაზე საუბრობს განათლების მკვლევარი გადატვირთული სკოლების კონტექსტში
by ARIS.GE-განათლება