GE

მთავრობამ ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის ხელშეწყობის კომისია შექმნა – წევრთა სია და საქმიანობის დეტალები

საქართველოს მთავრობამ ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესი დაამტკიცა.

კომისიის შექმნის მიზანია ქვეყანაში არსებული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების თანამედროვე საჰაერო გეოფიზიკური კვლევებით შევსებისა და ერთიანი ეროვნული გეომეცნიერული სისტემის შექმნა. კომისია ასრულებს ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობ ფუნქციას. თავად კომისია კი ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობ ფუნქციას შეასრულებს.

ვიცე პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული კომისიის შემადგენლობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის წარმომადგენელი შედის:

1. ინგა ფხალაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე.

2. მარგალიტა არაბიძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი – კომისიის წევრი.

3. გიორგი ჭელიძე – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი.

4. ვახუშტი ბაგრატიონი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

5. სიმონ ედიშერაშვილი – ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი – კომისიის წევრი.

6. დავით კუპატაძე – თავდაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

7. თეიმურაზ მღებრიშვილი – შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი.

8. თამარ ზოდელავა – იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

9. მარიამ ტაბატაძე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი.

10. ალექსანდრე ხვთისიაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

11. თამარ შარაშიძე – კულტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

12. ზვიად გაბისონია – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

13. ელენე ღუბიანური – სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი – კომისიის წევრი.

14. ნანა ზამთარაძე – სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი.

15. გიორგი ტატიშვილი – სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი – კომისიის წევრი.

კომისიის საქმიანობის მიზანი, ფუნქციები და უფლებამოსილებანი:

1. კომისიის საქმიანობის მიზანია ქვეყანაში არსებული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების ინტეგრირების, მათი თანამედროვე საჰაერო გეოფიზიკური კვლევებით შევსებისა და ერთიანი ეროვნული გეომეცნიერული სისტემის შექმნის მიზნით ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა.

2. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) საჭიროებისამებრ, სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავება და სათანადო კოორდინაცია;
გ) სამოქმედო გეგმ(ებ)ის შესრულების მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი შესრულების ანგარიშების მომზადება/მიღება;
დ) ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების და გამოწვევების განხილვა და მათ აღმოსაფხვრელად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და, საჭიროებისამებრ, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა დასამტკიცებლად;
ე) კომისიის მიზნებისა და ძირითადი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა და, საჭიროებისამებრ, მათზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ვ) დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების პროცესში, საჭიროებისამებრ, პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების შესაბამისი ჩართულობის უზრუნველყოფა.

3. კომისია უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები ეროვნული გეომეცნიერული პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით;
ბ) მიიღოს შესაბამისი დაწესებულებებიდან თავისი საქმიანობისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები;
გ) შექმნას სამუშაო ჯგუფ(ებ)ი ან/და მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;
დ) განიხილოს წარდგენილი ინიციატივები და, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს საკითხის ინიცირება საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური