GE

„ევროპის უნივერსიტეტი“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გერმანიაში კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით კონკურსს აცხადებს

„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტი დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის გერმანიაში სრულად დაფინანსებული კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით კონკურსს აცხადებს.

უნივერსიტეტის მიერ 5 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაცით, სტუდენტებს განაცხადის წარდგენა და პრაქტიკის გავლა შეუძლიათ შემდეგ ჰოსპიტლებში:

  • მიუნხენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ქირურგიის დეპარტამენტი;
  • ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ზოგადი, ვისცერალური და ტრანსპლანტაციური ქირურგიის დეპარტამენტი.

პროგრამა არ არის განსაზღვრული სასწავლო კრედიტების დასაგროვებლად და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტუდენტს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწაში.

პრაქტიკის განხორციელების პერიოდი:

  • ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ზოგადი, ვისცერალური და ტრანსპლანტაციური ქირურგიის დეპარტამენტი –2027 წლის 22-26 თებერვალი;
  • მიუნხენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ქირურგიის დეპარტამენტი – 2027 წლის 1-5 მარტი.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:

1. სტუდენტის 2025-26 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრება/GPA უნდა იყოს 2.8 ან მეტი.

2. სწავლის საფეხური – ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი ან ინგლისურენოვანი პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე მე-7 სემესტრის სტუდენტები.

3. სტუდენტს უნდა ჰქონდეს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლება ან კონკურსში რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოს შენგენის ქვეყნების მოქმედი ვიზა (უნდა ფარავდეს 2027 წლის მარტის თვეს)

სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

სამოტივაციო წერილი
გასაუბრება ინგლისურ ენაზე

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნონ ელ. ფოსტაზე [email protected] 23 ნოემბრის ჩათვლით.

გასაუბრება კონკურსანტებთან 26 ნოემბერს ჩატარდება.

კონკურსის შედეგად შეირჩევა ჯამში 24 სტუდენტი, თითოეულ მიმართულებაზე – 12 სტუდენტი. კომისიის მიერ სტუდენტის შერჩევა მათი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით მოხდება ერთ-ერთი კლინიკური პრაქტიკის ობიექტის (მიუნხენის ან ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო კლინიკის) ფარგლებში.

შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 27 ნოემბრისა.

შერჩეული სტუდენტების ავიაბილეთის, სასტუმროში განთავსების და პროგრამის საფასურს „ევროპის უნივერსიტეტი“ სრულად აფინანსებს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური