GE

9 გამოცანა, რომელიც დაგაბნევთ და ტვინს გაგივარჯიშებთ

გამოცანებისა და თავსატეხების ამოხსნა უყვართ არა მხოლოდ ბავშვებს. ისინი საუკეთესო საშუალებაა ტვინის გასავარჯიშებლად, რადგან გვაიძულებენ მოვიფიქროთ არასტანდარტული პასუხები.

გთავაზობთ რამდენიმე გამოცანას, რომლებიც დაგაფიქრებთ:

1.სამი ექიმი ამბობს, რომ რობერტი მათი ძმაა. რობერტი კი აცხადებს, რომ მას არ ჰყავს ძმები. ვინ ტყუის?

2.წყალსატევში 10 თევზია. 2 ჩაიძირა, 4-მა გასცურა, 3 მოკვდა. რამდენი თევზი დარჩა?

3.ორი მამაკაცი თამაშობს ჭადრაკს. მათ ითამაშეს 5 პარტია. თითოეულმა მათგანმა მოიგო სამი პარტია. როგორ?

4.მიუმატეთ 1000-ს 40. შემდეგ კიდევ 1000. ახლა 30 და კვლავ 1000. შემდეგ მიუმატეთ 20. კიდევ 1000 და ბოლოს 10. რა არის თქვენი პასუხი?

5.რა გადის ქალაქებსა და ველებს შორის, მაგრამ არ მოძრაობს?

6.მამისა და შვილის ასაკი ჯამში – 66 წელია. მამის ასაკია – შვილის ასაკი შებრუნებით. რამდენი წლისები არიან ისინი?

7.მათემატიკური ხუმრობა გვირჩევს, რომ მისი მოცულობის გასაგებად გამოვიყენოთ თავად ის, აღვნიშნოთ მისი სიგრძე როგორც A, რადიუსი – Z. დაასახელეთ იგი.

8.შეეცადეთ დაასახელოთ 5 დღე მიმდევრობით, ისე, რომ არ გამოიყენოთ კვირის დღეების ან რიცხვების დასახელება.

9.ხუთი დისგანთითოეული დაკავებულია რაღაც საქმით. პირველი – კითხულობს, მეორე – ამზადებს საჭმელს, მესამე – თამაშობს ჭადრაკს, მეოთხე – რეცხავს. რას აკეთებს მეხუთე და?

მაშ ასე:

პასუხები:

  1. ყველაფერი მარტივია: რობერტს ჰყავს სამი და. ისინი ექიმები არიან.
  2. 10, რადგან არცერთ თევზს წყალსატევი არ დაუტოვებია.
  3. ისინი არ თამაშობდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ.
  4. გამოგივიდათ 5000? არასწორია, სწორი პასუხია: 4100
  5. გზა
  6. შესაძლებელია პასუხის სამი ვარიანტი: 51 და 15, 42 და 24, 60 და 6.
  7. ეს არის პიცა! V = pi * z * z * a
  8. გუშინწინ, გუშინ, დღეს, ხვალ, ზეგ.
  9. თამაშობს ჭადრაკს

მარტივი მათემატიკური მაგალითი, რომელმაც ზრდასრული ინტერნეტ-მომხმარებლებიც კი დააბნია

20 კითხვა მათთვის, ვისაც აზროვნება უყვარს

4 ჩამჭრელი კითხვა, რომელიც თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს შეაფასებს

15 ვებ-გვერდი ტვინის გასავარჯიშებლად

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

წყარო: adme.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური