26 სექტემბერი, 2011
ISET-ის სტუდენტებმა ლაგოდეხის ნაკრძალის ტურისტული მარშრუტი აღადგინეს

2011 წლის 24 სექტემბერს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტული მარშრუტის “მაჭის ციხე” აღდგენა და დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციაში თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) 60-მდე სტუდენტმა, კურსდამთავრებულებმა, ISET-ის უცხოელმა პროფესორებმა და ნაკრძალის რეინჯერებმა მიიღეს მონაწილეობა.
სტუდენტებმა აღადგინეს სტიქიური მოვლნების შედეგად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებზე დაზარალებული ბილიკი მაჭის ციხე. დასუფთავების აქციის ბოლოს ეკო-ტური მოეწყო, რომლის განმავლობაშიც აისეტელებმა ლაგოდეხის ნაკრძალი მოინახულეს.
აქცია თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინიციატივით მოეწყო, რომლის მიზანიც სტუდენტებში გარემოსდაცვითი ცნობადობის ამაღლება და ეკო-საგანმანათებლო აქტივობებში ჩართვა იყო.
-
ISET-ის კვლევით ინსტიტუტსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) 17 იანვარი, 2015
-
ღია კარის დღე ISET-ში by თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) 18 აპრილი, 2012
-
მომავალი ლიდერის სტიპენდია by თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) 15 თებერვალი, 2012