მომავალი ლიდერის სტიპენდია

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის ათამდე სტუდენტს მიანიჭებს მომავალი ლიდერის სტიპენდიას. აღნიშნული სტიპენდია საუკეთესო სტუდენტებს სრულად დაუფარავს სწავლის სრულ გადასახადს და დაუნიშნავს სტიპენდიას თვეში 500 აშშ დოლარის ოდენობით. დაფინანსების მისაღებად სტუდენტს უნდა ქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება.
თბილისს გარეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს, სწავლის პერიოდში, ISET უზრუნველყოფს საცხოვრებელი ბინებით.
ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის ყოველი აპლიკანტი ავტომატურად მოიაზრება მომავალი ლიდერის სტიპენდიის მისაღებად.