თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს აღარ განახლდება

სკოლის დირექტორის მაია ჩიკვაიძის თქმით, მოსწავლეები ამ დროისთვის სკოლაში აღარ იმყოფებიან.
“სამართალდამცველებმა შენობა შეამოწმეს და ამის შემდეგ სკოლის შენობაში შესვლის უფლება მოგვცეს. ეს მარტო ამ უბნის სკოლა არ არის, აქ ბავშვები სხვადასხვა უბნებიდან დადიან. როცა ნაღმის არსებობის შესახებ მშობლებმა გაიგეს, მოვიდნენ და ბავშვები წაიყვანეს, ამიტომ დღეს სასწავლო პროცესი ვეღარ განახლდება”, – განაცხადა ჩიკვაიძემ.
ცნობისთვის, დღეს 21-ე საჯარო სკოლის გარდა ბომბის არსებობის შესახებ სატელეფონო შეტყობინებები თბილისის 24-ე და 53-ე სკოლებშიც შევიდა და შესაბამისად, სამივე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა.
21-ე სკოლაში სამართალდამცველებმა ნაღმი ვერ აღმოაჩინეს.
www.pirweli.com.ge
იხილეთ ორიგინალი