GE

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები უნდა გაიმართოს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები უნდა გაიმართოს. აკადემიური საბჭოს 11-მა წევრმა არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. რექტორობა “ქართული ოცნებიდან” უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ტიტე აროშიძეს და ბიოლოგიის დოქტორს, არასამთავრობო ორგზანიცია “ფლორა და ფაუნას” დამფუძნებელს, არჩილს გუჩმანიძეს სურთ.

რამდენიმე დღეა არჩილ გუჩმანიძე მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით მუქარაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესები პოლიტიკურად მართულია. კანდიდატები აკადემიურ საბჭოს უნივერსიტეტის განვითარების ხედვას წარუდგენენ, მოგვიანებით კი ფარული კენჭისყრა ჩატარდება.

რექტორის ასარჩევად 6 წევრის მხარდაჭერაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი კანდიდატ ტიტე აროშიძის ძმაა. ცნობილია, რომ არჩევნების პარალელურად, უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გაიმართება.

ბსუ-ს რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამდა ამავე უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორ თანამშრომელი გოჩა სურგულაძე, რომელმაც უნივერსიტეტი მაისის აქციების დროს, პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი განცხადებით, “ქართული ოცნება” უნივერსიტეტში საკუთარი ინტერესების გამტარებელი პირის დანიშვნას აპირებს. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე კი ირწმუნებოდა, რომ რექტორი არა დანიშვნის, არამედ არჩევნების ფორმით გამოვლინდება და სურგულაძის პროტესტი უსაფუძვლოა.

ასევე იხილეთ:

რა დახმარება ესაჭიროება სახელმწიფოსგან ბათუმის უნივერსიტეტს, რომლის დაფინანსებაც 2023 წელს თითქმის 33 მლნ ლარი იყო

წყარო: ajaratv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური