თსუ-ში “ქართველები მეორე მსოფლიო ომში (ემიგრაციის მეორე ტალღა)” გამოფენა გაიმართება
დღეს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველ ემიგრანტთა დღის აღსანიშნავად გამოფენა გაიმართება.
გამოფენა სახელწოდებით “ქართველები მეორე მსოფლიო ომში (ემიგრაციის მეორე ტალღა)” მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ და შემდეგ ემიგრაციაში დარჩენილ ქართველ მამულიშვილებს ეძღვნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ემიგრანტთა ფოტოები და ხელნაწერები, ომისდროინდელი ქართული ემიგრანტული გამოცემები (გაზ. “საქართველო”, ჟურნ. “ქართველი ერი”).
ქართველ ემიგრანტთა დღე 2013 წლის 25 ივნისს დაწესდა. ყოველ წელს, 25 ივნისს გადაიხდება პანაშვიდი გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტთა სულის მოსახსენიებლად, ხოლო საუნივერსიტეტო სივრცეში გაიხსნება თემატური გამოფენები და სამეცნიერო კონფერენციები.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.13, თსუ მერვე კორპუსი, ქართული ემიგრაციის მუზეუმი.
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი