აბიტურიენტებისთვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლი დამტკიცდა
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი დამტკიცდა.
„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“ განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც დაამთავრეს არაქართულენოვანი (აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, რუსული, აფხაზურენოვანი) სკოლა;
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამამ უნდა უზრუნველყოს ქართული ენის იმგვარი ცოდნა, რომ აბიტურიენტმა შეძლოს წარმატებული კომუნიკაცია ქართულ ენაზე; სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა აუდიტორიისათვის, სხვადასხვა ტიპის (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი) ტექსტების ადეკვატურად გაგება და შექმნა (ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და მის ნაწილებს შორის კავშირის გააზრება);
წინამდებარე დარგობრივი მახასიათებლის მიზანია, ენათა ზოგადევროპულ ჩარჩოზე – (CEF) დაყრდნობით, განსაზღვროს ის მინიმალური ენობრივი კომპეტენცია, რომელსაც სავალდებულოდ უნდა ფლობდეს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდგომ პირი, რათა მოიპოვოს უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება.
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ბრძანება N323/ი 03.05.2019)
-
„აშშ პოზიციებს კარგავს“ – ნახეთ ყველაზე პოპულარული ქვეყნები საერთაშორისო სტუდენტებისთვის სწავლის გასაგრძელებლად
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ზაფხულის გამოცდები 2 ივლისს იწყება – განრიგი და პროცედურები ყველა აპლიკანტისათვის
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი
by საცნობარო