CIU-ს სტუდენტებმა „საქართველოს უნივერსიადა 2026“-ის ფარგლებში ოქროს მედლები მოიპოვეს
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოს უნივერსიადა 2026“-ის ფარგლებში, ქართულ ჭიდაობაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლები მოიპოვეს და ტურნირის გუნდური გამარჯვებულებიც გახდნენ.
დაძაბული და სანახაობრივი ასპარეზობის შედეგად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან ოქროს მედლებს დაეუფლნენ:
70 კგ წონითი კატეგორია: საბა არავიაშვილი;
80 კგ წონითი კატეგორია: ბაგრატ ნინიაშვილი;
+90 კგ წონითი კატეგორია: გიორგი ხმალაძე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ჩვენს სტუდენტებს მოპოვებულ ჩემპიონობას და წარმატებებს უსურვებს სამომავლო ასპარეზზე!
-
CIU-ში დებატების ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-მ აკადემიური პერსონალი სამეცნიერო მიღწევებისთვის დააჯილდოვა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში მაგნიტური დუოდენო-ილეოსტომიის (MagDi) ოპერაცია დაინერგა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი