აბიტურიენტთა ისტორიის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდები 2015
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნის ისტორიის შედეგებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგებს აქვეყნებს:
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები (რეიტინგული სია და ინფორმაცია დაფინანსების მოპოვების შესახებ გამოქვეყნდება აგვისტოს ბოლომდე.)
შედეგების გაგება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე www.naec.ge; ან www.online.naec.ge.
სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადების მიღება იწარმოებს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე www.naec.ge; online.naec.ge.
გათანაბრება – ხშირად დასმული კითხვები
2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური და “ნედლი” ქულა
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
სახელმწიფო ენის გამოცდაში მონაწილეობა სულ 45-მა პირმა მიიღო
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი