GE

აბიტურიენტთა პირველადი შედეგები ისტორიაში, ზოგად უნარებში და შეფასების სქემები – გამოცდები 2022

2022 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა ისტორიაში და ზოგად უნარებში (აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე). გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, მიშებული შედეგების გასაჩივრების უფლება აბიტურიენტებს 8 აგვისტოდან ექნებათ. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც გამოცდების ცენტრის ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

იხილეთ შ ე დ ე გ ე ბ ი

შეფასების სქემები

რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან, ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტებს ეს საგნები ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, თუ გადალახეს კონკრეტული საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი.

მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა. იხილეთ ინფორმაცია გათანაბრების შესახებ

ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 30%-ზე (24.00 ქულაზე) მეტი.

რაც შეეხება აპელაციას, სააპელაციო განაცხადების მიღება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი გამოცდების ცენტრის ოფიციალური გვერდიდან. აპელაციის საფასური 50 ლარია. საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. გაითვალისწინეთ, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც, აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური