GE

აბიტურიენტთა პირველადი შედეგები ლიტერატურაში, ხელოვნებაში, სამოქალაქო განათლებაში და შეფასების სქემები – გამოცდები 2022

2022 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა ლიტერატურაში და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. პირად გვერდზე, გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც გამოცდების ცენტრის ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

იხილეთ შ ე დ ე გ ე ბ ი

შეფასების სქემები

რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან, ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93 333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

ლიტერატურისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდების მაქსიმალური ქულებია 70, ხოლო სამოქალაქო განათლების – 60. აბიტურიენტებს ეს საგნები ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, თუ გადალახეს კონკრეტული საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი (ლიტერატურა – 18 ქულა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 18 ქულა; სამოქალაქო განათლება – 16 ქულა).

რაც შეეხება აპელაციას, ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყება რაც ყველა საგნის ქულა გამოქვეყნდება. სააპელაციო განაცხადების მიღება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი გამოცდების ცენტრის ოფიციალური გვერდიდან. აპელაციის საფასური 50 ლარია. საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. გაითვალისწინეთ, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც, აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური