GE

აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის ორგანიზებით ნიადაგმცოდნეობის ოლიმპიადა ჩატარდა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის ორგანიზებით ნიადაგმცოდნეობის ოლიმპიადა ჩატარდა, რომელშიც თესაუს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა თინათინ პაპუნაშვილმა I ადგილი დაიკავა.

“ოლიმპიადაში 30-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან. ოლიმპიადის თემატიკა ჩვენთვის ერთი თვით ადრე იყო ცნობილი, კარგად მოვემზადეთ და გასული წლის მსგავსად კვლავაც პირველი ადგილი დავიკავეთ.” – აღნიშნა თესაუს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ნიკოლოზ სულხანიშვილმა.

ნიადაგმცოდნეობის ოლიმპიადა წელს მეორედ ჩატარდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური