GE

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი გახდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი გახდა. შიოშვილს მხარი დაუჭირა აკადემიური საბჭოს ექვსივე წევრმა. 1

„ექვსივე წევრმა მომცა ხმა? პირველად გავიგე ახლა თქვენგან. თუმცა, სიმართლე გითხრათ, სწორედ ასეთ შედეგს ველოდი, ვინაიდან აკადემიური საბჭოს წევრები ახმოვანებენ ფაკულტეტების პოზიციას, და ზოგადად ვიცოდი, რომ აკადემიური პერსონალი ჩემს მიმართ დადებითად არის განწყობილი“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას ირმა შიოშვილმა.

არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდეგ, ოქმი აკადემიურ საბჭოს წარედგინება, შედეგების დამტკიცება კი დღესვე მოხდება. აღნიშნულლი პროცედურის დასრულების შემდეგ ირმა შიოშვილი რექტორის მოვალეობის შესრულებას უკვე ოფიციალურად შეუდგება.11073225_1116896785003229_729568167_n

შეგახსენებთ, რომ რექტორის არჩევნები ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო.

ირმა შიოშვილის გარდა, უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები თეიმურაზ ქორთუა და ბესიკ სეხნიაიძე მონაწილეობდნენ. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე რექტორობის კიდევ ერთმა კანდიდატმა გიორგი გოცირიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ირმა შიოშვილმა 1984 წელს დაამთავრა თელავის N4 საშუალო სკოლა; 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია – ფსიქოლოგიის ფაკულტეტი; 1995 წელს ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა; 1993 -1997 წლებში იყო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის მასწავლებელი; 2002 -2006 წლებში მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფია–სოციოლოგიის კათედრის გამგედ; 2006 წლიდან 2013 წლის შემოდგომამდე იყო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის დეკანი.

ეკა არის© წივწვაძე

11040344_1116896775003230_1399927464_n11074819_1116896768336564_901546_n 11077902_1116896758336565_931459138_n11084533_1116896798336561_983254711_n
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური