თელავის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის კართან, სადაც ამ წუთებში არჩევნები იმართება, რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატის მოწინააღმდეგეებს ცოცხალლი კედელი ჰქონდათ აღმართული და აკადემიური საბჭოს წევრებს პროცედურის დაწყების საშუალებას არ აძლევდნენ.
უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები ირმა შიოშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ შიოშვილი კრიმინალია და მას რექტორობის უფლება არ აქვს.
„ირმა შიოშვილმა რექტორის არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, რადგან ის ყალბი დიპლომების გამცემია. 17 ყალბი დიპლომი აქვს გაცემული და მას არ აქვს უფლება არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ ეკადრება, რომ გამყალბებელი ჰყავდეს რექტორად, ირმა შიოშვილი კრიმინალია“,- აცხადებენ უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები.
შიოშვილის მომხრეები კი ამბობენ, რომ ყალბი დიპლომები გიორგი გოცირიძის რექტორობის პერიოდში გაიცა.
ამ დროისათვის რექტორის ასარჩევად ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს.
ეკა არის© წივწივაძე