GE

აირჩევთ თუ არა მოსწავლისთვის დისტანციურ სწავლებას სექტემბერშიც? – უახლესი სტატისტიკა სასწავლო წლის ბოლოს

პირველი და XII კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო არდადეგები უკვე დაიწყო. სხვა კლასის მოსწავლეები კი სწავლას 15 ივნისამდე განაგრძობენ. მათი ნაწილი ისევ ირჩევს დისტანციურ სასწავლო პროცესს, ან აუქმებს დისტანციურს და საკლასო ოთახს უბრუნდება.

სასწავლო წლის ბოლოს ამ უფლებით მოსარგებლე მოსწავლეების რიცხვი მინიმალურ ნიშნულამდე დავიდა და როგორც  EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან აცნობეს, 2 ივნისს, სპეციალურ სისტემაში  დისტანციური სწავლების მოთხოვნით მხოლოდ 444 მოსწავლე დარეგისტრირდა, დასწრებული სწავლება კი 1 048-მ მოითხოვა.

EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია, იქნება თუ არა სწავლების ფორმატის არჩევანის შესაძლებლობა ახალ, 2022-2023 სასწავლო წელს და ჯერ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, შემდეგ კი განათლების სამინისტროს მიმართა.

EMIS-ში განგვიმარტეს, რომ ისინი პროცესის ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფენ და სექტემბერშიც იმ განკარგულების მიხედვით განაგრძობენ მუშაობას, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის იქნება მიღებული მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად.

წინასწარი ინფორმაცია არ აქვთ განათლების სამინისტროშიც თუმცა გვიპასუხეს, რომ როგორც შარშან, წელსაც სექტემბრის თვეში გახდება ცნობილი ისევ იქნება თუ არა საჯარო სკოლებში სწავლების ჰიბრიდული ფორმატი, როცა მოსწავლეთა ნაწილი კლასში, მეორე ნაწილი კი დისტანციურად იღებს განათლებას.

მშობლები სასწავლო წელს აჯამებენ – იჭყლიტებიან მასწავლებლები და დაზარალდებიან ჩვენი შვილები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური