აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნიუპორტი ქუთაისის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე შირლი ეგლი და ასოციაციის ხაზინადარი, ნაიჯელ ჰოლეტი სტუმრობდნენ. მათ უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ, მოადგილესთან, ეკატერინე გაჩეჩილაძესთან და ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა.
შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტებს შორის.
მემორანდუმის ფარგლებში აწსუ-ის სამ კურსდამთავრებულს საშუალება მიეცემა გაიაროს მაგისტრატურის სრული კურსი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში სწავლის გადასახადის გარეშე.
ასევე, დაიგეგმა სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტების ოთხკვირიანი ვიზიტი და სასწავლო პრაქტიკა ჩვენს უნივერსიტეტში მომავალ სასწავლო წელს.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი