GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სემინარი ჩატარდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სემინარი ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა წარმოედგინა პროექტის „ნარჩენების ხანძრების პრევენცია და შერბილება (PreMiWaFi)“ მიზნები და შედეგები, რომელსაც ახორცილებს ლინეუსის უნივერსიტეტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობით. პროექტი მხარდაჭერილია შვედეთის ინსტიტუტის მიერ. ეს პროექტი რიგით მესამე პროექტია, რომელიც აწსუ-ს ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის ჩართულობით ხორციელდება.

სემინარი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ გახსნა. ონლაინ ფორმატში სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ასიმ იბრაჰიმმა ლინეუსის უნივერსიტეტიდან (შვედეთი), თამარ ალადაშვილმა – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, მაით კრიპსალუმ – ესტონეთის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (ესტნეთი), გინტარას დენაფასმა – კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან(ლიეტუვა), ვალერი მიხაილენკომ – კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტიდან (უკრაინა).

სემინარის მიზანი იყო საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემის უსაფრთხოების კულტურისა და ნარჩენების ხანძრის საფრთხეების, ასევე არსებული გამოწვევებისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა ხელისუფლებისა და ნარჩენების მართვის სფეროს წარმომადგენლების ინფორმირება ნარჩენების ხანძრების ხანძრების სხვადასხვა ინცინდენტების უარყოფითი ზემოქმედების შესახებ.

საერთაშორისო სემინარზე მუშაობა ორ სექციად წარიმართა. სექციების მოდერატორებად მუშაობდნენ აწსუ-ს მიერ მოწვეული ახალგაზრდა პერსონალი.

პირველი სექციაში საერთაშორისო ექსპერტებისა და ბალტიისპირა ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ნარჩენების ხანძრებთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევები, სტატისტიკური მონაცემები და გარემოსდაცვითი შეფასებები განიხილეს.

მეორე სექციაში ეროვნულ დონეზე ნარჩენების ხანძრების პრევენციისა და შერბილების გამოწვევების განხილვაზე იმსჯელეს. წარმოდგენილი იყო პროფ. ციცინო თურქაძისა და პროფ. ინგა ბოჭოიძის პრეზენტაციები. სექციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამზედველობის, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური