აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ესეების კრებული გამოიცა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო-სალიტერატურო წრემ სტუდენტთა ესეების მეორე კრებული ,,საწინდარი“ წარადგინა. პრეზენტაციას უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე, ფაკულტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები დაესწრნენ.
კრებულში 23 ავტორის (ბაკალავრების, მაგისტრების,დოქტორანტების), 51 ესეისტური და კვლევითი ხასიათის წერილია შესული. ახალბედა ავტორები ცდილობენ თავიანთი შთაბეჭდილებები თამამად გაუზიარონ მკითხველს, გულწრფელად გაანდონ მათ რას ფიქრობენ ამა თუ იმ მწერლის შესახებ.
კრებულის რედაქტორ-შემდგენელია ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გია ხოფერია, რედაქტორ-კონსულტანტია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი, რეცენზენტები: ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნესტან კუტივაძე და ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ლელა ჩოგოვაძე.
,,საწინდარი“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, აწსუ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის მხარდაჭერით დაიბეჭდა.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი