ალმა მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტის აფილირებული წევრი გახდა
2016 წელს, უნივერსიტეტის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აფილირებული წევრი გახდა.
პროექტი ბევრი საინტერესო აქტივობის განხორციელებას გულისხმობს, მათ შორის, უნივერსიტეტის პროფესორების გადამზადებას ჰარვარდის სტანდარტით; გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჰარვარდის სასწავლო კურსის კონკურენტუნარიანობის მაკროეკონომიკა დანერგვას. ამ მიზნით, 6 დეკემბერს, უნივერსიტეტის ორი პროფესორი – მურთაზ კვირკვაია და შოთა საღრიშვილი მიემგზავრება ჰარვარდის უნივერსიტეტში ტრენინგის გასავლელად.
უახლოეს დროს იგეგმება ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აუდიტორიის გახსნა, ხოლო გრიგოლ რობაქიძის უნივერესიტეტში ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აუდიტორიის გახსნა. გათვალისწინებულია, ასევე, სხვადასხვა, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი აქტივობის განხორციელება.
,,უნივერსიტეტი ულოცავს ყველა სტუდენტსა და აკადემიურ პერსონალს მსოფლიოში ისეთი აღიარებული საგანმანათლებლო ცენტრის წევრობას, როგორიცაა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა. ეს, არა მარტო დიდი პატივი, არამედ მაღალი პასუხისმგებლობაა გლობალური საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში უნივერსიტეტის მონაწილეობის თვალსაზრისით”,- აღნიშნეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.
-
GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
13 დეკემბერს GRUNI-ში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში ლიდერობის პროგრამა – IYLCP საზეიმოდ დაიხურა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი